Sport: რიკი პუჩს წასვლა არ სურს

Sport: რიკი პუჩს წასვლა არ სურს

22 წლის ესპანელი ნახევარმცველი, რიკი პუჩი, სათამაშო დროს ჩავისგანაც ვერ იღებს.

საკადრო პრობლემების გამო, მან "მალიორკასთან" 90 წუთი ითამაშა, "ლინარესთან" კი - 30. მას შემდეგ, "ბარსამ" 4 მატჩი ჩაატარა ("გრანადა", "რეალი", "ბილბაო", "ალავესი"), პუჩს კი მონაწილეობა არცერთ მათგანში არ მიუღია.

რონალდ კუმანი მას იჯარით წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში ურჩევდა, თუმცა რიკიმ დარჩენა და შანსის მიღების მოლოდინი ამჯობინა. მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ მისი სიტუაციაც შეიცვლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩავი, მასზე მეტად, სარეზერვო გუნდის ნახევარმცველებს ენდობა.

Sport წერს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის დამოკიდებულება იგივე რჩება. მას წასვლა კვლავ არ სურს და ჩავისგან ახალი შანსის მიღებას ელოდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 24 იანვარი 2022 16:08
    3
    არაა უბრალოდ ბარსას დონის და წავიდეს ყველასათვის ასე აჯობებს.
    გულშემატკივარი [?]
    #8 24 იანვარი 2022 15:08
    6
    პაკაზუხა ბიჭია, აჭრელებული აქვს ინსტაგრამი ფლეისთეიშენით და ათასი სირობებით. ეგ ბევრ რამეზე მეტყველებს. აგერ გავის ინსტა ნახეთ, ფეხბურთით ცხოვრობს ტიპი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 24 იანვარი 2022 14:56
    1
    მისთვისვე აჯობებს წავიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 24 იანვარი 2022 14:51
    4
    ეტყობა საერთოდ არ ფიქრობს მომავალზე, ვინ უთხრა ნეტავ რო ბარსას იქით ფეხბურთი თავდება?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 იანვარი 2022 14:42
    3
    კაროლინა ჰენსენი. აი ეს ნორვეგიელი გოგო, რომელიც ბარსელონაში თამაშობს და ჯარიმიდან გაუბაბანა გუშინ ატლეტიკოს, ჩავიმ მოიწვიოს ვარჯიშებზე და ამეცადინოს ბიჭები ჯარიმის შესრულებაზე, მესის მერე ჯარიმიდან 1 გოლიც, რომ არ გასულა.
    Culé [?]
    #4 24 იანვარი 2022 14:40
    3
    ყველა ამ გუნდში როგორ ჯიუტდება ... ხო ხედავს ვერც ერთ მწვრთნელის ხელში დროს ვერ იღებს ... ეს უკვე დამტკიცება არაა ადგექი წადი დაამტკიცე თუ რამე შეგიძლია ... დრო როცა მიიღო ნამდვილად ვერ დავინახე ამისგან სარარგებლო ქმდება სამწუხაროდ .
    Culé [?]
    #3 24 იანვარი 2022 14:22
    2
    ციტატა: Giorginho
    ხოდა იჯექი მანდ , ესეთი უთავმოყვარეო ტიპი რავიცი რა, ახალგაზრდა ხარ წადი სადმე დაამტკიცე რა

    ეგა თქვი რა, ან ფეხბურთის თამაში არ უნდა? ყოველთვის ვთვლიდი რო ზედმეტად გაზვიადებული იყო ამის ვითომ ტალანტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 იანვარი 2022 13:45
    1
    რიკი შეგვეშვი smiley
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    გულშემატკივარი [?]
    #1 24 იანვარი 2022 13:44
    4
    ხოდა იჯექი მანდ , ესეთი უთავმოყვარეო ტიპი რავიცი რა, ახალგაზრდა ხარ წადი სადმე დაამტკიცე რა