Mundo Deportivo ჩავი ერნანდესის მომავალ გეგმებზე

Mundo Deportivo ჩავი ერნანდესის მომავალ გეგმებზე

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ერნანდესს მინიმუმ კიდევ 3 ტრანსფერის განხორციელება სურს - მისი მიზანი მარცხენა მცველის (რომელიც ჟორდი ალბას კონკურენციას გაუწევს), ცენტრალური მცველისა და თავდამსხმელის (მით უმეტეს, ანსუ ფატის ტრავმის შემდეგ) მოყვანაა.

მიუხედავად ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერებს", ახალწვეულების დასარეგისტრირებლად, პირველ რიგში, სახელფასო ლიმიტის შემცირება მოუწევთ - წასვლის მთავარი კანდიდატები მემფის დეპაი, სერჟინიო დესტი, ოსკარ მინგესა და ალეხანდრო ბალდე არიან. ასევე, ჩავის ხელში საკმარისი სათამაშო დრო არ აქვთ ნეტუს, კლემან ლანგლეს, სამუელ უმტიტისა და რიკი პუჩსაც, შესაბამისად, მათთვის გუნდის დატოვება იდეალური ვარიანტი იქნება.

ამავე წყაროს ცნობით, "ბარსა" მარცხენა ფლანგის გაძლიერებას ნიკოლას ტალიაფიკოთი აპირებს, კატალონიელთა მხრიდან შემოთავაზებას კი თავად არგენტინელიც ელის - "ბლაუგრანას" ხელმძღვანელები მისი მოყვანით ინტერესდებიან, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა, ტალიაფიკომ კი ეს კარგად იცის და იმედოვნებს, რომ კლუბი ტრანსფერის გაჩარხვას შეძლებს. თანაც, ისიც აღსანიშნავია, რომ "ნაპოლიმ" ნიკოლასის შესაძენად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა.

TV3-ის მტკიცებით, ტალიაფიკოს პოტენციურ ტრანსფერში, შესაძლოა, ალეხანდრო ბალდე ჩაერთოს და "აიაქსში" იჯარით გადავიდეს, MD-ს თქმით კი "ბარსელონას" ახალგაზრდა მარცხენა მცველს ამასთან დაკავშირებით ამჟამად არანაირი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ 1 კვირა რჩება.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, "ბარსას" რიგები, შესაძლოა, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვოს - საუბარია ინიაკი პენიაზე, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს. მას იჯარით წასვლა და თამაში სურს, ერთ-ერთ ვარიანტად კი "გალათასარაი" სახელდება, რომელსაც გუნდის პირველი მეკარე, ფერნანდო მუსლერა ტრავმირებული ჰყავს. თანაც, თურქულ კლუბს დომენეკ ტორენტი ("ბარსაში" პეპ გვარდიოლას ყოფილი ასისტენტი) წვრთნის, რომელიც პენიას კარგად იცნობს. მაგრამ, ამ უკანასკნელს სხვა შემოთავაზებებიც აქვს.

Mundo Deportivo-ს თანახმად, ინიაკი წასვლასთან გასულ ზაფხულსაც ახლოს იყო და "გრანადასთან" ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, მაგრამ მაშინ, ახალგაზრდა მეკარე "ბარსელონამ" არ გაუშვა, რადგან, გუნდის კარის სათადარიგო დარაჯის, ნეტუს მომავალი გაურკვეველი გახლდათ. ახლა კი, კლუბს მისი განათხოვრება და მომავალ ზაფხულში დაბრუნება უნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 24 იანვარი 2022 16:26
    0
    განათხოვრება საუკეთესო ვარიანტი მგონია პენიასთვის.
    Culé [?]
    #4 23 იანვარი 2022 23:22
    0
    ნამდვილად საჭიროა ზემოთ ნახსენებ პოზიციებზე ფეხბურთელების დამატება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 23 იანვარი 2022 18:52
    2
    პენიას გაშვებას ნეტუ გავყიდოთ ჯობია და პენია დავაწინაუროთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 23 იანვარი 2022 18:39
    0
    და ნეტუ რომ გავყიდოთ ნორმალურ ფასად პენიას მაგივრად?
    Culé [?]
    #1 23 იანვარი 2022 18:37
    0
    ამ ზამთარში თუ გაძკიერება გვინდა, ედთი შემტევი , მარცხენა და ცენტრალური მცველი ნართლა საჭიროა, თუნდაც მარტო შემტევი და მარცხენა მცვეკი( რისი საშუალებაც გვექნება) წელს რისი მოგების შანსიც გვაქვს არის ევროპა ლიგა და იმედია დავდებთ
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.