რიკარდ პრუნა ფატის ოპერაციის გაკეთებას ურჩევს - COPE

რიკარდ პრუნა ფატის ოპერაციის გაკეთებას ურჩევს - COPE

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევი ანსუ ფატი ტრავმირებულია. მას ტრავმა მარცხენა ბარძაყის არეში აქვს.

COPE-ს ინფორმაციით, კლუბის ექიმის, რიკარდ პრუნას რეკომენდაცია ფატისთვის ოპერაციის გაკეთებაა. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში ესპანელს 3-5 თვე გაუცდება და ის 2022/23 წლების პრესეზონზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაბრუნდება.

თუ 19 წლის ფეხბურთელი ოპერაციას არ გაიკეთებს, იგი 7-10 კვირაში დაბრუნდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ტრავმის რეციდივის რისკი მაღალი იქნება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 22 იანვარი 2022 22:34
    1
    მეც ოპერაციას ვურჩევ. თორემ იგივე განმეორდება ისევ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 22 იანვარი 2022 22:27
    0
    რიკარდო პრუნას უნდა დაუჯერო პროფესიონალია ეტყობა სხვა შანსი მართლა არ არის confused ოპერაცია უნდა გაიკეთო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 22 იანვარი 2022 20:43
    0
    ციტატა: Ronaldinho.R10
    ციტატა: xavi73
    და ოპერაცია არ ქონდა ისედაც რატო მოხდა რეციდივი აბა?

    ის მუხლზე ჩაუტარდა ოპერაცია კუნთზე არ ჩატარებია

    კაროჩე სულ თავიდან ასაწყობია რა. ერთი კაი კაპიტალური რემონტი ანუ ოპერაცია და ეგ არის. თუ რამე უმოძრავებს ყველაფერი გაურემონტონ ეგება გვეშველოს.
    გულშემატკივარი [?]
    #11 22 იანვარი 2022 20:30
    0
    ციტატა: xavi73
    და ოპერაცია არ ქონდა ისედაც რატო მოხდა რეციდივი აბა?

    ის მუხლზე ჩაუტარდა ოპერაცია კუნთზე არ ჩატარებია
    გულშემატკივარი [?]
    #10 22 იანვარი 2022 18:46
    0
    სუფთა ადამიანურად მეცოდება ძალიან. როგორც ბარსას გულშემატკივარს, ჩემთვის 1% არის იმის შანსი, რომ ამან იმედები გაამართლოს. ვის ვის და ქართველებს ნაღდად არგვესწავლება ნიჭიერი და ტრავმებისადმი მიდრეკილი ფეხბურთელები სად და როგორ ასრულებენ კარიერას. სამწუხაროდ ასეა და რასვიზამთ.
    Culé [?]
    #9 22 იანვარი 2022 18:28
    0
    არადა არავისზე ნაკლები არაა არც ნიჭით და არც შესრულებით, არ დასცალდა რაა ნორმალურად თამაში, ეს ფორმაში შევიდოდეს და წინ ბევრი პრობლემა მოიხსნება, არადა ისე აეწყო ვერმაელენი ორი არ განმეორდეს ტრანმვების მხრივ დასანანიაა.....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 22 იანვარი 2022 18:27
    2
    დასრულებულია ამისი ფეხბურთი
    Culé [?]
    #7 22 იანვარი 2022 17:18
    1
    ძაან დასანანია ამის მდგომარეობა, გუნდში ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია მარა ყველაზე ტრავმიანი. რატომ ლენგლეს არ ემართება მაგის დედაც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 იანვარი 2022 15:53
    0
    აუ ვინც ეს დაწყევლა იმის ოჯახი გადახნა ვირებმა და ცხენებმა, ძაან მეცოდება, იმედია ფსიქოლოგიურად არ გატყდება, ტიპი რა ნიჭიერია არადა, შემოდის და შეტევას ალაგებს, დაარტყამს და იტანს, იმედია მომდევნო წლიდან აღარ შეაწუხებს ტრამვები
    ფანი [?]
    #5 22 იანვარი 2022 15:52
    1
    ანსუს ძლიერი მენტალიტეტი აქვს სხვა შემთხვევაში ბეტისთან მძიმე ტრამვის მერე გაბანძდებოდა მაგრამ ძალიან მაგრად დაბრუნდა შემდეგ კიდევ ტრამვა კიდევ დაბრუნდა მებრძოლი ბიჭია თორემ ამდენს ვერ გაუძლებდა მე ის მამშვიდებს ცოტა რომ კვლავ ოხერი მუხლის ტრამვა არაა
    გულშემატკივარი [?]
    #4 22 იანვარი 2022 15:22
    0
    xavi73,
    რეციდივი რა შუაშია კუნთიაქ დაზიანებული მუხლი კიარა სხვა ტრავმაა ეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 22 იანვარი 2022 15:02
    1
    აგერაა უმტიტის მაგალითი. ოპერაცია რომ გაეკეთებინა შეიძლება ასე არ წასულიყო მისი კარიერა. თან 19ისაა ჯერ .
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 იანვარი 2022 14:54
    2
    ჯობია გაიკეთოს.ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურ ასპექტზე ვღელავ,ძაან რთულია ასეთ დროს.ვახ ანსუ ძლიერი დაგვიბრუნდი.ნუ ჩამოწერთ ძალიან გთხოვთ რა,როცა ხოდზეა სხვაობას სულ ქმნის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 22 იანვარი 2022 14:52
    1
    და ოპერაცია არ ქონდა ისედაც რატო მოხდა რეციდივი აბა?