ული ჰიონესი: მარტივია, ფული ბარსელონასავით ხარჯო

მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს და "ბარსელონას" აკრიტიკებს.
"ბაიერნმა" უნდა დაიცვას საზღვრები და როდესაც საჭიროა, თქვას - არა! დღეს ბიზნესში ეს მთავარ უნარად იქცა.
მარტივია, ხარჯო ბანკის ფული, როგორც ამას "ბარსელონა" აკეთებს. მაგრამ იყო წარმატებული ვალის გარეშე - ეს ხელოვნებაა. ჩვენი მიზანია, ასევე განვაგრძოთ.
- განაცხადა ჰიონესმა Abendzeitung-თან საუბრისას.
ჰიონესისგან მსგავსი რამის მოსმენა ნამდვილად უცნაურია. ული ხომ ის ადამიანია, რომელსაც "ბაიერნის" პრეზიდენტობის დროს, გადასახადების დამალვის 7 სერიოზული შემთხვევა დაუფიქსირდა, რის გამოც ის ციხეშიც იჯდა. ული ჰიონესი ფეხბურთში მოღვაწე ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც ფინანსების სწორად განკარგვაზე უნდა საუბრობდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]