ლეო მესი FIFA-ს ვერსიით 2021 წელს მსოფლიოში მეორე იყო

FIFA-ს დაჯილდოებაზე მსოფლიოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი ვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. სამეულში მოხვდა "ბარსას" ლეგენდა ლიონელ მესი, რომელიც, როგორც ახლა გაირკვა, მე-2 ადგილზე გავიდა.

რობერტ ლევანდოვსკიმ 48 ქულა აიღო, მესი კი მას 4 ქულით ჩამორჩა. მესამე ადგილზე გასულ მოჰამედ სალაჰს 39 ქულა შეხვდა.

FIFA-ს ვერსიით 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელები:

# ფეხბურთელი ქულა
1 რობერტ ლევანდოვსკი 48
2 ლიონელ მესი 44
3 მოჰამედ სალაჰი 39
4 ქარიმ ბენზემა 30
5 ნ'გოლო კანტე 24
6 ჟორჟინიო 24
7 კრიშტიანუ რონალდუ 23
8 კილიან მბაპე 16
9 ნეიმარი 11
10 ერლინგ ჰოლანდი 10

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #2 18 იანვარი 2022 15:43
    2
    ციტატა: nika 54
    რონალდუს რა უნდა ამ სიაში ვერ გავიგე. მაგას უკვე ძირითადშიც აღარ აყენებენ მანჩესტერში. იუვენტუსის ვეტერანები კი ირწმუნებიან რონალდუს მოსვლით გუნდმა ერთობა ანუ გუნდურობა დაკარგა, ყველაფერი რონალდუსთვის გოლის მომზადებაზე მიდიოდაო. ეხლაც კი მანჩესტერის ფებურთელებს უსაქმურებს ეძახის, ვარჯიშის შემდეგ სახლში მიდიანო. მარტო მე ვრჩებიო გვიანობამდე. სხვათა შორის ორი დღის წინ დოკუმენტურ ფილმს ვუყურე ოქროს ბურთის პირველ მფლობელზე სტენლი მეტიუზზე. რომელმაც პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთს თავი 50 წლის ასაკში დაანება. კარიერაში 700 მატჩზე მეტი ჩაატარა და არცერთი გაფრთხილება არ ქონია. როცა პირველი ტიტული, ინგლისის თასი მოაგებინა თავის გუნდს ბლეკპულს იმ მატჩის გმირი გახდა 4-ვე საგოლე გადაცემა მისი იყო როგორც გარემარბის. ბოლო ორი კი 86 და 90 წუთებზე. თამაში 4-3 დამთავრდა. ჯილდოს გადაცემის დროს თქვა აქ მესმის რო მატჩი მე მოვიგეო და სისულელეაო, თამაშს გუნდი იგებს და მე ერთ-ერთი ვიყავიო. მან სულ ორ გუნდში ითამაშა სტოკ-სიტში სადაც დაიბადა და ბლეკპულში. ბოლოს კი ისევ სტოკში დაბრუნდა უკვე 40 წელს გადაცილებული. ახლა ამის ადამიანობა და კაცობა რონალდუს შეადარეთ რომელიც ბოშასავით მომთაბარეობს კლუბიდან კლუბში, სადაც მეტს გადაუხდიან და სადაც ტიტულის მოგების მეტი შანსია.

    აბსოლუტურად არასწორად მსჯელობ, რონალდო სადაც წავიდა ყველგან თავისი სიტყვა თქვა, მესიც წავიდა პსჟ და კი ვხედავთ როგორ დადის ჩასვრილი ლომივით, მესი ბარსას გარეშე დიდი არაფერია ისევე როგორც ბარსა მესის გარეშე.. რონალდოც უდიდესია თავის პროფესიონალიზმით და ნუ ცდილობთ დამცირებას, რაც თქვა ყველაფერი სწორია ის რომ 36 წლის კაცი გაცილებით მეტს ვარჯიშობს ვიდრე 22 -25 წლის ბიჭები საერთოდა არაა ნორმალური და იმიტომაცაა ფეხბურთის დონე ეცემა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 18 იანვარი 2022 10:57
    3