ბარსელონა ადასტურებს: ქალების ელ კლასიკოსთვის ყველა ბილეთი გაყიდულია

ბარსელონა ადასტურებს: ქალების ელ კლასიკოსთვის ყველა ბილეთი გაყიდულია

ინფორმაციას, რომელიც გუშინ გავრცელდა, ახლა უკვე "ბარსელონა" ოფიციალურად ადასტურებს - ქალების "ელ კლასიკოსთვის" "კამპ ნოუზე" დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ბარსელონა" "რეალს" დაუპირისპირდება. "ბლაუგრანას" განცხადების მიხედვით, მატჩისთვის, რომელსაც 30 მარტს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს, სარეალიზაციოდ გამოტანილი ყველა 85 000 ბილეთი უკვე გაიყიდა.

გავრცელებული ცნობებით, ყველა ბილეთი სულ რაღაც 3 დღეში გაიყიდა.

ეს ნიშნავს, რომ ქალების "ელ კლასიკოზე" "კამპ ნოუ" სრულად გაივსება, რაც ამ სეზონის რეკორდი იქნება. მიმდინარე სეზონში მამაკაცთა გუნდის არცერთი თამაშის ამ რაოდენობის ბილეთები ჯერ არ გაყიდულა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 18 იანვარი 2022 11:14
    1
    დანარჩენი 13 ათასი ბილეთი სად არის? გადამყიდველებზე წავიდა? თუ ბორდის წევრებს დაურიგდათ შინაურებისთვის. barca-6
    Culé [?]
    #5 17 იანვარი 2022 23:45
    0
    კლასიკოზე მაპი მინდა, მაპი, ოღონდ ლეონი და არა ნატოს ბილეთი! smiley
    Culé [?]
    #4 17 იანვარი 2022 23:38
    0
    Shako Julayidze,
    დანარჩენი სტაფისთვის არის
    ფანი [?]
    #3 17 იანვარი 2022 22:32
    1
    მართლაც ისე მოენატრა ხალხს რეალზე დიდი გამარჯვება, რომ ქალების თამაშს ამდენი მაყურებელი ესწრება
    პ.ს. ჩვენ რომ ლიგაზ ევერ გავედით და ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი გავიდა და მთელ ქვეყანას გვიხაროდა, მსგავსი დაემართათ
    გულშემატკივარი [?]
    #2 17 იანვარი 2022 21:52
    0
    რომ წერთ კამპ ნოუ სრულად გაივსებაო და 85 ათასი ბილეთი გაიყიდაო ეგ კაი მაგრამ იმას რა ვუყოთ კამპ ნოუს რომ 99 ათასზე მეტი ტევადობა რომ აქვს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 იანვარი 2022 20:56
    0
    ძაან კარგია და იმედია ქალთა ფეხბურთისც განვითარდება, რადგან არანაკლებ სანახაობრივ( თუ არა უკეთესს) ფეხბურთს აჩვენებენ, იმედია დამატებითი მუხტი მიეცემათ და მაგრად გაანადგურებენ, კამპ ნოუს რაც შეეხება ესეიგი შეუძლიათ შეავსონ სტადიონი და ამ უვარგისებს რომ ეგრე დაუჭირონ მხარი არ შეუძლიათ? მითუმეტეს ახალი გუნდი შენდება და ახლა სჭირდება ყველას გამხნევება თორე პეპის და ლუჩოს ბარსა საერთოდ ცარიელი ტრიბუნების ფონზეც მოიგებდა ყველაფერს