ფილიპე კოუტინიომ სადებიუტო მატჩშივე გაიტანა

ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "ასტონ ვილასა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც ახალი კლუბის მაისურით "ბარსელონადან" განათხოვრებული ფილიპე კოუტინიოს დებიუტი შედგა.
"ვილა პარკზე" ბრაზილიელი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, 81-ზე კი დავიდ დე ხეას კარი აიღო, სადებიუტო მატჩშივე გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. ამასთან, ფილიმემ სტივენ ჯერარდის შეგირდების მიერ გატანილი პირველი გოლისას ასისტი მიითვალა. მან SofaScore-სგან 7.1-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
გოლი
[media=https://twitter.com/Watch_LFC/status/1482431221724504072?t=TP0qlGCm1IsUH2n435PHFQ&s=19]
ასისტი
[media=https://twitter.com/geniscomps/status/1482430332074876939?t=TP0qlGCm1IsUH2n435PHFQ&s=19]
კოუტინიო "ასტონ ვილაში" სეზონის ბოლომდე იჯარით იასპარეზებს, შემდეგ კი ინგლისელებს მისი გამოსყიდვა შეეძლებათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]