გაურკვევლობა დემბელეს კონტრაქტთან დაკავშირებით - ბარსა მოთმინებას კარგავს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ნახევარი უკვე მიიწურა და ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაახანგრძლივებს თუ არა კონტრაქტს უსმან დემბელე, რომლის მოქმედი ხელშეკრულების ვადა ზაფხულში იწურება.
Foot Mercato-ს ინფორმაციით, "ბარსა" მოთმინებას კარგავს. დემბელეს ჯერ კიდევ არ უპასუხია უკანასკნელ შეთავაზებაზე, რომელიც კლუბმა დეკემბრის ბოლოს გაუკეთა. გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი უსმანს ესაუბრა. თუ ფრანგი შემტევი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, "ბლაუგრანა" მის გაყიდვას შეეცდება. ამის ყველაფრის შემდეგ, თუ კატალონიური კლუბი დემბელესთან განშორებას ვერ შეძლებს, 24 წლის ფეხბურთელი სეზონის დარჩენილ ნაწილს ტრიბუნებზე გაატარებს.
Mundo Deportivo იტყობინება, რომ, თუ დემბელე კლუბს პასუხს მალე არ შეატყობინებს, "ბარსა" მას ტრანსფერზე დააყენებს, მაგრამ წყარო ვარაუდობს, რომ კლუბს ფრანგის გაყიდვა ძალიან გაუჭირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]