ბარსელონას დატოვება - ჩავი სიმონსის ყველაზე რთული გადაწყვეტილება

"ბარსელონას" ყოფილ და "პარი სენ-ჟერმენის" ახლანდელ ნახევარმცველთან, ჩავი სიმონსთან დაახლოებულმა მწვრთნელმა და აგენტმა ფერნეი აგუდელომ ის დრო გაიხსენა, როდესაც ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა "ბლაუგრანადან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ჩავი სიმონსმა "ბარსა" 2019 წელს დატოვა და პსჟ-ს მიაშურა. აგუდელოს განცხადებიდან ირკვევა, რომ სიმონსი, რომელიც "ლა მასიას" ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა, "ბარსას" დატოვების არცთუ ისე დიდი მომხრე იყო. მოთამაშეს საკმაო დრო დასჭირდა იმისათვის, რომ კატალონიური კლუბიდან წასვლას შეგუებოდა.
სიმონსმა მთელი კვირა, როდესაც გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარ ოთახში ტირილში გაატარა.
ფული არაფერ შუაში ყოფილა. ჩავის გარემოცვა აცნობიერებდა, რომ ფეხბურთელმა "ლა მასიაში" მაქსიმუმს მიაღწია. სიმონსი დღითი დღე გაუმჯობესებაზე ფიქრობდა, მაგრამ "ბარსამ" მოთამაშეს ვერ მისცა იმის გარანტია, რომ, თუ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა, მისი პირველ გუნდში დებიუტი 18 წლამდე შედგებოდა. ის, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა, თავად ჩავი იყო.
- ციტირებს აგუდელოს სიტყვებს L'Equipe.
ცნობისთვის, ჩავი სიმონსის პსჟ-თან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება. ბოლო პერიოდში 18 წლის შუახაზელი "ბარსას" რამდენჯერმე დაუკავშირეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]