ბარსას ვლაჰოვიჩის 18 მილიონად შეძენის შანსი ჰქონდა

ბარსას ვლაჰოვიჩის 18 მილიონად შეძენის შანსი ჰქონდა

"ბარსელონას" "ფიორენტინას" თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის იაფად გაფორმების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი "ბარსელონას" 2020 წელს ერთწლიანი იჯარით 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით შესთავაზეს, თუმცა, კლუბმა ამ ვარიანტზე უარი თქვა. "ბლაუგრანას" მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომლის სათავეში ავადსახსენებელი ჟოზეპ მარია ბართომეუ იდგა, 21 წლის შემტევის დამატებასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა, რადგან იმ დროისთვის მოთამაშე ფორმიდან ამოვარდნილი იყო.

ასე და ამგვარად - "ბარსას" შეეძლო, ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში 70 მილიონზე ნაკლებად ხელმისაწვდომი არ იქნება, ხელში მხოლოდ 18 მილიონ ევროდ ჩაეგდო.

აქვე წარმოგიდგენთ ვლაჰოვიჩის სტატისტიკას მიმდინარე სეზონში - 23 მატჩი, მოედანზე გატარებული 1 948 წუთი, 19 გოლი და 4 ასისტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 იანვარი 2022 00:53
    0
    ეგრე მბაპეზეც თქვეს უარი და დემბელე მოიყვანეს, ბართომეუ რა ზარალი იყო ჩვენც კარგად ვიცით.
    Culé [?]
    #5 15 იანვარი 2022 20:58
    1
    ეგრე რონალდო 15 ად არ იყიდეს, ნეტა სხვებიც არ ეყიდათ ეს კიარად. პს. მე ვლაშევიჩის მოსვლა ჰოლანდის მოსვლას მირჩევნია მაგრამ ლოგიკა ამ სტატიაში არაა, დარდით ვიდარდოთ მარა ფეხბურთელი რომელიც ფორმაში არაა არუნდა იყიდო. მაგდროს არაფერს წარმოადგენდა, იგივე ბრატივეიტი 18 ად რამ აყყიდინათ :(
    Culé [?]
    #4 15 იანვარი 2022 20:50
    2
    18 რიკოს პროცენტი კიარ იყო ბართომეუსთვის, 100-150 თუარღირდა ფეხბურთელი, იასნა არც გახედავდა :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 იანვარი 2022 20:09
    1
    არ გამოვიდოდა, ამხელა ნდობას არავინ გამოუცხადებდა და ვერ გაიხსნებოდა, ვწერთ 18 მილიონადო, კი ბატონო, მაგრამ ხანდახან ისე ვერ გამოდის ხოლმე საქმე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 იანვარი 2022 19:54
    1
    ბართომეოს დედას რომ ს@ხარა მთელმა მსოფლიომ, ტიპმა ჰოლანდზე და ვლაჰოვიჩზე თქვა უარი და ბრაითვეითი მოიყვანა ფორვარდად🤬🤬
    Culé [?]
    #1 15 იანვარი 2022 19:49
    2
    ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბარსაშიც 70 მილიონიანი იგროკი გახდებოდა