ბრეითუეიტი თებერვლამდე ვერ დაბრუნდება

ბრეითუეიტი თებერვლამდე ვერ დაბრუნდება

უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც მარტინ ბრეითუეიტმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა, მაგრამ მისი მოედანზე დაბრუნება იანვარში მოსალოდნელი მაინც არ არის. ინფორმაციას ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს. 

გადაწყვეტილია, რომ დანიელი ფორვარდი "ბარსელონას" ბილბაოს "ატლეტიკთან" კოპა დელ რეის მატჩში ვერ დაეხმარება და დიდი ალბათობით, ვერც 3 დღის შემდეგ "ალავესისთვის" მომზადებას მოასწრებს. 

გამოჯანმრთელების პროცესი თებერვლის დასაწყისში უნდა დასრულდეს. მომდევნო თვის პირველ მატჩს "ბარსა" 6 თებერვალს, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ჩავი ერნანდესის გუნდის უშუალო კონკურენტია და სატურნირო ცხრილში წინ მხოლოდ ერთი ქულითაა.

საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი ბრეითუეიტი "ბარსელონას" სექტემბრის დასაწყისში გამოაკლდა. ამ სეზონში მარტინმა მონაწილეობის მიღება ლა ლიგის 3 თამაშში მოასწრო, პირველ ტურში კი 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო - "ბარსას" მეტოქე "კამპ ნოუზე" "რეალ სოსიედადი" იყო. 

მარტინის არყოფნაში ცენტრფორვარდის როლს ძირითადად მემფის დეპაი და ლუკ დე იონგი ითავსებენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 15 იანვარი 2022 22:53
    0
    ციტატა: skillera 10
    ატლეტიკოსთან მოგება ძაან გვჭირდება

    რეალთან ისე მაგრად ვითამაშეთ რო ატლეტიკოს შევჭამთ
    --------------------
    ლორდ რონალდო ნაზარიო გოუთვეითი VS გოლ იონგი/ბასტენ იონგი
    :დდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 იანვარი 2022 17:59
    0
    რანაირი კალენდარი გვაქვს 9 დღე გავა რეალთან თამაშის შემდეგ და ატლეტიკთან 21-ში თამაშის შემდეგ უკვე 3 დღეში მოგვიწევს თამაში.
    Culé [?]
    #5 15 იანვარი 2022 16:14
    0
    ატლეტიკსაც ჩავუდებთ და ატლეტიკოსაც,აბა რაა
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 15 იანვარი 2022 15:59
    0
    ლუკ დე იონგის ვიდეო ვნახე ხავი უწოდებს პადაჩებს და უბრაგუნებს მაკრატელებს საკაიფოდ❤😀
    Culé [?]
    #3 15 იანვარი 2022 15:50
    0
    ატლეტიკოს კი მოვუგებთ მარტივად
    --------------------
    CULE FOREVER
    ფანი [?]
    #2 15 იანვარი 2022 15:25
    0
    კატლეტიკო ისე თამაშობს უეჭველად მოვუგებთ❤️😉
    წევრი [?]
    #1 15 იანვარი 2022 14:39
    2
    ატლეტიკოსთან მოგება ძაან გვჭირდება