MD: ჩავის ლუკ დე იონგის დატოვება და მემფის დეპაის გაშვება სურს

Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: ლუკ დე იონგი, რომლის "ბარსელონადან" წასვლა თითქმის გადაწყვეტილად ითვლებოდა, უკვე ჩავი ერნანდესის გეგმებში შედის.
"ბარსას" მთავარი მწვრთნელი ბოლო მატჩებში დე იონგის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მისი შემადგენლობაში ყოფნა გუნდისთვის კარგი იქნება. ჩავის ყველაზე მეტად ჰოლანდიელი ფეხბურთელის შრომისმოყვარეობა, განწყობა და ახალ სისტემასთან სწრაფად შეგუების უნარი მოსწონს.
31 წლის ცენტრფორვარდი ბოლო 3 შეხვედრაში "ბლაუგრანას" 3 გოლით დაეხმარა, რამაც მის მიმართ დამოკიდებულება ბევრს შეუცვალა.
ლუკ დე იონგის ნაცვლად, ჩავი ტრანსფერზე მემფის დეპაის დააყენებს - წყაროს ცნობით, "ლიონის" ყოფილი თავდამსხმელი კატალონიური გუნდის დამრიგებლის სისტემაში არ ჯდება.
ორივე ფეხბურთელი "ბარსელონას" 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. დე იონგი კლუბში "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით ირიცხება, მემფისის კონტრაქტის ხანგრძლივობა კი ორი წელია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]