დესტი იანვარში წასვლას გამორიცხავს

"ბარსელონას" ამერიკელ მარჯვენა მცველს, სერჟინიო დესტს კატალონიური კლუბის დატოვება არ სურს, იტყობინება Sport-ი.
ცნობის თანახმად, დესტს ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე 5 კლუბისგან აქვს შეთავაზება, მაგრამ იგი იანვარში წასვლას გამორიცხავს. სერჟინიო მიიჩნევს, რომ ფორმის სრულად აღდგენის შემდეგ, ჩავის დარწმუნებას და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნებას შეძლებს.
თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი კვირაა დარჩენილი. ამ პერიოდში, თუ სიტუაცია არ გამოსწორდა, არაა გამორიცხული, რომ ფეხბურთელმა აზრი შეიცვალოს.
ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც დესტის გადაბირებს სურს, ლონდონის "ჩელსია".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]