მომდევნო დღეებში ბარსელონა არაუხოს აგენტს შეხვდება

"ბარსელონას" გუნდის ურუგვაელ ფეხბურთელთან, რონალდ არაუხოსთან, კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.
Sport-ი წერს, რომ არაუხოსთან ახალი ხელშეკრულების დადება "ბარსასთვის" პრიორიტეტს წარმოადგენს. კლუბს სურს, რომ მისი ანაზღაურება და გამოსასყიდი თანხის ოდენობა (ამჟამად, 200 მილიონი ევრო) გაზარდოს. 22 წლის ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის დადებაზე თანახმაა, თუმცა სურს, რომ მისი როლი დაფასებული და გათვალისწინებული იყოს. მომდევნო დღეებში, მის აგენტთან შეხვედრაა დაგეგმილი.
7 იანვარს, არაუხოს ხელზე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, თუმცა ოპერაციიდან 5 დღეში მან "რეალთან" 120 წუთი ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]