Bild: ბარსელონა ნიკლას ზიულეთი დაინტერესდა

Bild: ბარსელონა ნიკლას ზიულეთი დაინტერესდა

მიუნხენის "ბაიერნის" 26 წლის ფეხბურთელი, ნიკლას ზიულე, "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია, იტყობინება Bild.

ზიულეს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში ეწურება და "ბარსა" მის უფასოდ დამატებას განიხილავს. გერმანული გამოცემა წერს, რომ "ბლაუგრანას" ფაქტორი ზიულესა და "ბაიერნს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელს უშლის.

დიდი ხანია, რაც "ბარსელონას" დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. ამ მხრივ, ზაფხულში ჩავის გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს. ასევე, ინფორმაცია ხოსე გაიას შესახებაც ვრცელდება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #9 14 იანვარი 2022 21:12
    0
    რათგვინდა ეს დონდლო ლენგლესაც ვერ აჯობებს ეს 😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 იანვარი 2022 20:30
    2
    მე ლისანდრო მარტინესის ვარიანტი მხიბლავს. არახოსთან დუეტში ეგ უფრო მაგარი იქნებოდა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #7 14 იანვარი 2022 17:20
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    ბაიერნი მთლიან ქალაქს და ქვეყანას გაყიდის მარა ამას არაფრით არ მოგვცემს

    სადაც კროოსი ასე გაუშვეს ეს რატო არა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 14 იანვარი 2022 15:19
    0
    ეს მაგარ ჯანზეა,თან ძაან სწრაფია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 იანვარი 2022 15:05
    0
    ამისთანა კარგი თუა უფასოდ რატომ გამოუშვებს, ალბათ გაუგრძელებენ უნდა თუ არა.
    ფანი [?]
    #4 14 იანვარი 2022 14:38
    0
    სტანდარტულებიდან და კუთხურებიდან ვუშვებთ, ლენგლეს და მინგესას ჯობია რა თქმა უნდა. გამოგვადგებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 იანვარი 2022 14:30
    1
    ორმეტრიანი ცხოველი, სახეზე ვერვოლფს გავს grinning
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 იანვარი 2022 13:36
    0
    მკითხაობას გავს
    Culé [?]
    #1 14 იანვარი 2022 12:52
    0
    მემგონი კარგი იქნება 😝