ალვარო მორატას ბარსელონაში თამაში ისევ სურს | Sport

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "ბარსელონას" პრიორიტეტი "იუვენტუსის" ცენტრალური თავდამსხმელის, ალვარო მორატას შეძენაა. "ბარსაში" გადასვლის სურვილს თავად ფეხბურთელიც ინარჩუნებს.
Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის შემტევს აზრი არ შეუცვლია და, მასიმილიანო ალეგრის განცხადების მიუხედავად, თითქოს ესპანელი გუნდს არ ტოვებს, მას ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება კვლავ სურს. წყაროს თანახმად, მორატა მოხარულია, რომ ჩავი ერნანდესი საკუთარი პროექტისთვის შესაფერის ფიგურად მიიჩნევს.
Sport-ს მტკიცებით, "ბარსელონაში" იციან, რომ ესპანელის ტრანსფერი რთული იქნება, თუმცა კლუბი ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]