გაიგე მეტი ბარსელონაზე #11

გაიგე მეტი ბარსელონაზე #11

Barcamania.ge გთავაზობთ რუბრიკას, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:

ვინმე ქართველი თუ მუშაობას ბარსელონას შტაბში?

"ბარსელონაში" მაღალ თანამდებობაზე ერთი ქართველი მუშაობს. საუბარია მანანა გიორგაძეზე (სურათზე), რომელიც ჟოან ლაპორტას ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ლაპორტას პირველი პრეზიდენტის დროს მანანა გიორგაძე მისი მდივანი იყო.

გასულ ზაფხულში "ბარსელონას" ციფრული სტრატეგიის ხელმძღვანელად მანანა მიქაძის ქალიშვილი პალომა ანასტასია მიქაძე დაინიშნა. ის ხელმძღვანელობს პრეზიდენტ ლაპორტას Twitter-ის ანგარიშსაც.

ჟოან ლაპორტას გაპრეზიდენტებიდან მალევე მის ადმინისტრაციაში მუშაობა დაიწყო კანადაში მოღვაწე ბიზნესმენმა, ბენი მეგრელიშვილმა, რომელიც ასევე მანანა გიორგაძესთან დაახლოებულ პირად ითვლება.

ყველაზე ხანგრძლივი ტრავმა რომელ ფეხბურთელს ჰქონდა?

ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებულია მუსა ვაგე. ის ახლაც "ბარსას" ფეხბურთელია და ახლაც ტრავმირებულია. ამ ეტაპისთვის მას ზედიზედ 396 დღე გაუცდა.

შემდეგ მოდის ანსუ ფატი, რომელსაც 2020-2021 წლებში ზედიზედ 305 დღე გაუცდა.

უსმან დემბელემ 2020 წელს 191 დღე გამოტოვა.

ტომას ვერმალენს 2014-2015 წლებში 175 დღე გაუცდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 იანვარი 2022 15:35
    0
    ისე ტრამვებით ეტყობა ევროპის ტოპ-3 ში მინიმუმ ვიქნებით.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 იანვარი 2022 10:16
    0
    ვიღაცამ კვარაცხელიაზე ჩაუნამიოკეთ რაიქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.