ჟოან ლაპორტა: მორატა? სხვა ვარიანტებიც გვაქვს

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ Vamos de Movistar-თან ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის ალვარო მორატას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
მორატა? ჩვენ გუნდის გაძლიერებას ვცდილობთ. სხვა ვარიანტებიც გვაქვს. ალვესი მოვიყვანეთ, რომელმაც თავისი ხასიათი გვაჩვენა. ახალგაზრდული, დიდი ტალანტის მქონე გუნდი გვყავს. ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავინახოთ, საჭიროებს თუ არა სხვა პოზიცია გაძლიერებას. ვფიქრობთ, რაც მეტი გამტანი ფეხბურთელი გვეყოლება, მით უკეთესია.
როგორც დაიწერა, "ბარსა" ესპანელი თავდამსხმელის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს. სამუელ უმტიტის გაშვება, რაც რეალური გახდა, კლუბს მორატას შეძენას გაუადვილებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]