ჩავის მკაფიო გზავნილი უმტიტისა და დესტს

ჩავის მკაფიო გზავნილი უმტიტისა და დესტს

ჩავი ერნანდესმა სამუელ უმტიტი და სერჟინიო დესტი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ საერთოდ არ ათამაშა, რაც იმის დასტურია, რომ მწვრთნელი მათზე იმედებს არ ამყარებს.

Sport-ის ინფორმაციით, ჩავის გადაწყვეტილება ხსენებული ფეხბურთელებისათვის მკაფიო გზავნილია, რომ ისინი "მაესტროს" გეგმებში არ შედიან. სწორედ ამიტომ, "ბარსა" მათ გაშვებას ცდილობს.

წყაროს თანახმად, კატალონიური გრანდი იმედოვნებს, რომ უმტიტის იჯარით გასხვისებას მოახერხებს, რაზეც, როგორც ცნობილია, თავად ფრანგიც თანახმაა. "ბლაუგრანა" შემოთავაზებებს დესტთან დაკავშირებითაც მოისმენს. 

28 წლის ფრანგმა უკანახაზელმა კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა, ახლა კი იჯარით წასვლა და სათამაშო პრაქტიკის მიღება სურს, რათა ჩავის საკუთარი შესაძლებლობები დაუმტკიცოს, თუმცა ჯერჯერობით შემოთავაზებები არ აქვს. თუ მომდევნო დღეების განმავლობაში მსურველი გამოჩნდება, ფეხბურთელი წინადადებას აუცილებლად განიხილავს. მსგავსი სიტუაციაა დესტის შემთხვევაშიც. "ბარსა" ამერიკელის თაობაზე არსებულ წინადადებებს აუცილებლად მოისმენს. ფეხბურთელს სურს, მწვრთნელს დაუმტკიცოს, რომ შემადგენლობისთვის ბრძოლა შეუძლია. სერჟინიოს ერთ-ერთი მსურველი ლონდონის "ჩელსია".


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 იანვარი 2022 15:53
    0
    ეტყობა ჩავიმ არ იცის, რო ზოგ ფეხბურთელს საერთოდ კიდია ფეხბურთიც და ბარსელონაც, მათთვის მთავარი ხელფასია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 იანვარი 2022 10:13
    2
    ჩელსის აღარ უნდა დესტი? 35 ად არც უნდა დაფიქრდნენ ისე უნდა მიყიდონ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 იანვარი 2022 22:15
    0
    ციტატა: Clever liar
    ამ ორს კიდე ავიტან ოღონდ დეპაი დემბელე გადაშენდნენ და ალბაკუსკეცი წაბრძანდნენ..

    იუვეს აქვს სურვილი დე(მბელეპაის) წაყვანის, ოღონდაც რომლის, ეს საკითხავია...
    კიეზამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და მარცხენა ვინგერი სჭირდება, ბერნარდესკის იმედად მტელი სეზონი ვერ იქნება, რამე რომ დაემართოს, დარჩება ფრთაჩამოტეხილი და ჩ/ლიგის ზონაში შესვლაც გაუჭირდება
    მით უმეტეს, რომ სერიაში კონკურენტები მოძლიერდნენ
    მაგრამ დემბელეზე უფასოდ ჩალიჩობენ და თუ ცოტა ანმუსი აქვთ, დეპაიში 20 გადაიხადონ და ორივე მოაშორონ
    Culé [?]
    #2 13 იანვარი 2022 22:08
    3
    ამ ორს კიდე ავიტან ოღონდ დეპაი დემბელე გადაშენდნენ და ალბაკუსკეცი წაბრძანდნენ..
    Culé [?]
    #1 13 იანვარი 2022 21:55
    2
    ამ ორის გარდა კიდევ დეპაი, დემბელე,ბრაიტა, ლუკი,მინგეზა,გარსია, ლენგლე,პუჩი რიგ რიგობით გასაშვებნი არიანნ, ალბას და გაიას ბარტერი თუ შედგა ძაან კარგი იქნება
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.