ჟოან ლაპორტას მიმართვა ფეხბურთელებს

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა "ელ კლასიკოს" შემდეგ გუნდის გასახდელს ეწვია და ფეხბურთელები გაამხნევა.
პრეზიდენტმა მოთამაშეებს შემდეგი სამოტივაციო სიტყვებით მიმართა:
ძალიან ამაყები ვართ. "ბარსელონას" გულშემატკივრობით ყველა "კულე" ამაყობს, ამაყობს ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. თქვენ ჩაატარეთ მატჩი, რომელშიც წინგადადგმული ნაბიჯი აჩვენეთ, გამოავლინეთ ნიჭი, სიამაყე და საკუთარ თავებს გადააჭარბეთ. აჩვენეთ სიმამაცე! შეგვიძლია, ვიამაყოთ.
ვამაყობ მე, "ბარსელონას" პრეზიდენტი. ამაყობს ასევე საბჭოს ყველა წევრი და ამაყობენ "კულეები" მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვამაყობთ, რომ "ბარსას" გულშემატკივრები ვართ. მადლობა ყველას. ძალიან კარგი გზით მივდივართ. ჩვენ ეს თითქმის შევძელით. მხოლოდ მოგება დაგვაკლდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ასე გავაგრძელებთ, გამარჯვებები მოვა. მადლობა. გაუმარჯოს "ბარსას"! ვამაყობთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]