იუსუფ დემირის რაპიდში დაბრუნება დღეს გაოფიციალურდება

იუსუფ დემირის რაპიდში დაბრუნება დღეს გაოფიციალურდება

"ბარსელონას" შემტევი იუსუფ დემირი ვენის "რაპიდში" ბრუნდება.

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" დღეს ოფიციალურად დაადასტურებს, რომ იჯარას ნაადრევად წყვეტს და დემირი ავსტრიულ კლუბში ბრუნდება.

გავრცელებული ცნობებით, 18 წლის ფეხბურთელი სამშაბათიდან უკვე ავსტრიაში იმყოფება.

"ბლაუგრანამ" დემირი ზაფხულში იჯარით აიყვანა. ავსტრიელმა მოთამაშემ "ბარსაში" მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 იანვარი 2022 17:13
    0
    პრესეზონზე კარგი ჩანდა, მაგრამ ნელ-ნელა მომატების მაგივრად მოუკლო. ეტყობა ვერ გაუძლო ზეწოლას ამ ახალგაზრდამ. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოვიდა და მორალურად არ აღმოჩნდა მზად. ალბათ ფიზიკურადაც.
    Culé [?]
    #2 13 იანვარი 2022 14:10
    0
    წარმატებები. იმედია მომავალში უკეთეს გუნდში ვიხილავ.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 იანვარი 2022 14:04
    0
    ჩაატარა არა ჩაატარებინეს. ვაფშე არ მევასება ეს ბიჭი უბრალოდ არასწორად მოექცნენ მეტი არაფერი