ჩავი ერნანდესი რეალთან მატჩის შემდეგ: მოედანს თავაწეულები ვტოვებთ

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ესპანეთის სუპერ თასზე "რეალთან" წაგების (2-3) შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრობს:
საბოლოო შედეგით დამწუხრებული და გაბრაზებული ვარ, რადგან მატჩს ვაკონტროლებდით. თავიდან ცუდად დავიწყეთ, თუმცა, როგორც კი ამის გამოსწორება მოვახერხეთ, საკუთარ თავს დავემსგავსეთ. ბევრი გავრისკე - მეტოქისთვის კონკურენციის გასაწევად სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავი.
ვფიქრობ, "რეალს" ვაჯობეთ. ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ "ელ კლასიკოში" წაგება ყოველთვის სამწუხაროა.
ბურთთან ერთად უკეთ უნდა გვემოქმედა, განსაკუთრებით, შეტევაში მყოფ ფეხბურთელებს.
მოედანს თავაწეულები ვტოვებთ.
პრეტენზიები არ მაქვს, პირიქით, ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი ვარ. - მათ თამაში სურთ და რისკს არ ერიდებიან, რითაც ვამაყობ.
ლუკ დე იონგი გუნდის ნაწილია. თუ ნიდერლანდელი თამაშობს, ე.ი. მან ეს დაიმსახურა. თუ ლუკი პროგრესს განაგრძობს, მისი მოედანზე ყოფნით დროც იმატებს.
დღევანდელ მატჩში "ბარსამ" დამატებით დროში 2-3 წააგო. კატალონიელთაგან გოლები - ლუკ დე იონგმა და ანსუ ფატიმ, მადრიდელთაგან კი ვინისიუს ჟუნიორმა, ქარიმ ბენზემამ და ფედე ვალვერდემ მოახერხეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]