კარლო ანჩელოტი: ჩავის ბარსა მომწონს

კარლო ანჩელოტი: ჩავის ბარსა მომწონს

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრას აფასებს.

17-ქულიანი განსხვავება ლა ლიგაში

"კლასიკო" ყოველთვის თანაბარი თამაში იქნება, ისეთი, როგორიც "კამპ ნოუზე" იყო. სხვა ტურნირიდან რიცხვებს აქ მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის სუპერ თასის ნახევარფინალი და თამაში ნულით ნულიდან დაიწყება.

ჩავის "ბარსა"

ჩავის "ბარსა" მომწონს, რადგან მას მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. იგი კლუბის იდენტობას მიჰყვება. კარგ ფორმაში არიან, ჩავის იდეებთან ერთად, "ბარსელონა" მოუმატებს.

"ბარსას" ისეთი ვეტერანები ჰყავს, როგორებიც პიკე, ბუსკეტსი და ალბა არიან. ისინი გუნდისთვის ყოველთვის დამატებით ძალას წარმოადგენენ. მათთან ერთად, ახალგაზრდა, გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგალითად, გავი, ნიკო... ვფიქრობ, რომ მათ ახალგაზრდებს წინ დიდი მომავალი ელით.

წაგება "კლასიკოში"

ყოველთვის შეიძლება წააგო ან მოიგო, გამარჯვებული მხოლოდ ერთია. ამ სეზონში მეტოქეს ჩვენზე მეტი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ძლიერი გუნდია და ის მიზნები აქვს, რაც - ჩვენ. საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ.

გვინდა, რომ სახლში სეზონის პირველი ტიტულით დავბრუნდეთ. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ კარგად ვითამაშებთ. 

- ამბობს იტალიელი.

ასევე, მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩავი ერნანდესმაც გამართა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 იანვარი 2022 14:48
    0
    მოურინიოს მოგონებაც კი მზარავს, რა საზიზღრობა კაცი იყო და სასტავიც რა უსაზიზღრესი ქონდა რამოსი, პეპე, ხაბი ალონსო, ხედირა, მარსელო, კარვალიო, ყველას ამათგანს შეეძლოთ მესისთვის ფეხებშიც ჩაერტყათ, ხელებზეც დაებიჯებინათ და ყბაშიც ამოერტყათ მხარი. რასაც სიაქმოვნებით აკეთებდნენ კიდეც.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 იანვარი 2022 01:18
    1
    ალბა საერთოდ დაჩლუნგდა, განსაკუთრებით მესის წასვლის მერე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 იანვარი 2022 21:58
    4
    ჩავის ბარსა მომწონსო ამბობს, მოიცა და შემდეგი სეზონიდან თუ გავძლიერდით და ჰოლანდიც ვითრიეთ წარმოდგენები შეგეცვლება😄, ხუმრობით რათქმაუნდა, ის ნამდვილად არ ვარგოდა მოურინიოს და პეპს რა დაპირისპირებაც ჰქონდათ, კი მუღამიანია ზოგადად მაგრამ ეგ უკვე თამაშებზე აისახებოდა ცუდად და ფეხბურთის მეტს ყველა სპორტს მოგაგონებდა, მაგალითად ბრძოლა წესების გარეშე
    Culé [?]
    #2 11 იანვარი 2022 21:52
    5
    ამას აჯობოს ჩავიმ ტაქტიკურ ბრძოლაში მთავარია.აბა გოლს,რომ გავუშვებთ ეგ ვიცით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 იანვარი 2022 21:51
    12
    სწორად ბაზრობს არ გავს თავში ავარდნილ მწვრთნელებს )) იმედია არ ჩაისვრიან კიდევ ბიჭები)