ელ კლასიკო: მატჩისწინა მიმოხილვა

ელ კლასიკო: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, "კინგ ფაჰდის საერთაშორისო სტადიონზე" ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალური მატჩი გაიმართება.

ერთმანეთს ტურნირის ისტორიაში ორი ყველაზე წარმატებული კლუბი უპირისპირდება. "ბარსელონა" (13-გზის გამარჯვებული) ტურნირზე როგორც ესპანეთის თასის მფლობელი მონაწილეობს, მადრიდის "რეალი" (11-გზის გამარჯვებული) კი როგორც ლა ლიგის მეორეადგილოსანი.

გასული დეკადის "კლასიკოები" უფრო მეტი ინტრიგით, დაძაბულობითა და სანახაობით გამოირჩეოდნენ, თუმცა ახლაც არაერთი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ დღევანდელ თამაშს ინტერესით შევეგებოთ. გამოკვეთილი ფავორიტი, რა თქმა უნდა, "რეალია", მაგრამ "კლასიკოში" ყველაფერი ხდება.

ბოლო პერიოდში, "ბარსამ" ყველა ის თამაში წააგო, რომელშიც მასზე ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა. ოდესღაც, ეს "ტრადიციაც" უნდა შეწყდეს. კულეებს "დიდი თამაშების" მოგების გემო ძალიან მოგვენატრა.

სათამაშო ფორმა

ჩავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ევროპული ტიტულის მოგების შანსი აქვს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეს წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება.

"გრანადასთან" გუნდმა ორი დასანანი ქულა დაკარგა. "ბარსას" თამაში გამარჯვებისკენ ძალიან მშვიდად მიჰყავდა, მაგრამ გავის გაძევებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. იმედია, ამ თამაშიდან გავი სწორ დასკვნებს გააკეთებს.

თანდათან, "ბარსას" ფეხბურთელები უბრუნდებიან. გუნდისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ გუნდის წამყვანმა მოთამაშეებმა ერთად სტაბილურად თამაშს შეძლონ. პირველ რიგში, ეს პედრისა და ფატის ეხებათ. დღეს, სათამაშო დროს ორივე მიიღებს.

მეტოქე

"რეალის" დამარცხება ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც "პაპა კარლოს" გუნდი გამართულ და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. ვინისიუსი და ბენზემა შესანიშნავ ფორმაში არიან, ორივე ლა ლიგის ბომბარდირთა დავის სათავეშია. მათთან გასამკლავებლად "ბარსელონას" რონალდ არაუხო აუცილებლად დასჭირდება. მხოლოდ ალვესს ვინისიუსის შეჩერება გაუჭირდება. კრიშტიანუ რონალდუს კარიერაში ყველაზე მეტად თამაში დანის წინააღმდეგ უჭირდა, მაგრამ ახლა იგი უკვე 38 წლისაა და სისწრაფე დაკარგული აქვს.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც წელს "რეალისთვის" ლა ლიგის წართმევა შეუძლია, "სევილიაა". ზიდანის წასვლის შემდეგ, "რეალმა" სანახაობრივი ფეხბურთის თამაში დაიწყო, რასაც შედეგიც თან ახლავს. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია და ვინ იცის, იქნებ, აგვისტოში "კლასიკო" ევროპის სუპერ თასზეც ვიხილოთ.

მწვრთნელები მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი:

მადრიდის "რეალი", ალბათ, ესპანეთის საუკეთესო კლუბია და სირთულის გვესმის, მაგრამ ჩვენ ფინალში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.

"ელ კლასიკო" არაპროგნოზირებადია. ჩვენ ჩვენი იარაღები უნდა გამოვიყენოთ. 

კარლო ანჩელოტი:

ჩავის "ბარსა" მომწონს, რადგან მას მკაფიო წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა. იგი კლუბის იდენტობას მიჰყვება. კარგ ფორმაში არიან, ჩავის იდეებთან ერთად, "ბარსელონა" მოუმატებს.

დანაკლისი

"ბარსას" მხრიდან, დღეს, მოედანზე ერიკ გარსიას, მარტინ ბრეითუეიტსა და სერჟი რობერტოს ვერ ვიხილავთ. დიდი ხანია, რაც დანაკლისი ასეთი მცირე არ ყოფილა. გუშინ, ფატიმ, პედრიმ, დე იონგმა, ტორესმა და არაუხომ თამაშის ნებართვა მიიღეს. ურუგვაელის შემთხვევა ცალკე აღნიშვნის ღირსია. მან 5 დღის წინ ხელზე ოპერაცია ჩაიტარა, დღეს კი, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ასევე, გუშინ, "ბარსამ" ფერან ტორესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა და დღეს ესპანელის დებიუტს ვიხილავთ. იგი 19-ნომრიან მაისურს მოირგებს.

რაც შეეხება "რეალს", ანჩელოტის "კლასიკოს" წინ დანი კარვახალი და ლუკა იოვიჩი დაუბრუნდნენ. გარეთ ბეილი და მარიანო დიასი კი "კლასიკოს" გამოტოვებენ.

არბიტრი

რიადის "ელ კლასიკოს" ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.

37 წლის ესპანელი არბიტრი ლა ლიგაში 2016 წლიდან მსაჯობს. მას "ბარსელონას" თამაშში მონაწილეობა 13-ჯერ აქვს მიღებული. აქედან კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 1 კი დათმეს. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალიც, "სოსიედადის" წინააღმდეგ, სწორედ მუნუერა მონტერომ იმსაჯა.

ამ 13 შეხვედრაში მას ფეხბურთელი მოედნიდან ორჯერ ჰყავს გაძევებული, ორივე ერთ მატჩში, 3-წუთიანი ინტერვალით. 2020 წლის 8 ივლისს, ბარსელონურ დერბიში მონტერომ ჯერ მოედანზე 4 წუთის გამოსული ანსუ ფატი გააგდო, შემდეგ კი "ესპანიოლის" ნახევარმცველი პოლ ლოსანო. ის თამაში "ბარსამ" 1-0 მოიგო და "ესპანიოლს" სეგუნდა დივიზიონის საგზური გაუფორმა.

მას "რეალთან" ურთიერთობის, შედარებით, ნაკლები გამოცდილება აქვს - 7 თამაში, საიდანაც "სამეფო კლუბმა" 5 მოიგო, 1 წააგო, 1 კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონში, მონტერომ ლა ლიგის 9 შეხვედრაში იმსაჯა. საშუალოდ, თამაშში იგი ფეხბურთელს 5-ჯერ აფრთხილებს და ჯარიმას 29-ჯერ ნიშნავს.

ურთიერთშეხვედრები

"რეალი" ერთადერთი გუნდია, რომელთანაც "ბარსელონას" 15-ზე მეტჯერ უთამაშია და ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა არ აქვს. 246 შეხვედრაში, "ბარსას" ანგარიშზე 95 მოგება, 51 ფრე და 100 მარცხია. ბურთების შეფარდება - 399-411. ბოლო "კლასიკოებმა" ბალანსზე უარყოფითად იმოქმედა - ზედიზედ 4 მარცხი.

ლა ლიგის "კლასიკოში" "ბარსელონას" ჯერ კიდევ რონალდ კუმანი წვრთნიდა. "ბარსამ" ის თამაში იმაზე უკეთ ჩაატარა, ვიდრე ველოდით. გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა (ნულით ნულზეც), მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ შევძელით, როცა გამარჯვებულის ვინაობა უკვე გარკვეული იყო.

უშუალოდ ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდელებს ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ. უკვე მესამე წელია, რაც ამ ტურნირზე ოთხი გუნდი მონაწილეობს. მანამდე, სუპერ თასზე "ელ კლასიკო" სულ 7-ჯერ ვიხილეთ, საიდანაც ჩემპიონობა "რეალს" 6-ჯერ დარჩა.

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩავი "რეალს" დაუპირისპირდება. ფეხბურთელის რანგში, "ელ კლასიკოში" ჩავისგან არაერთი დასამახსოვრებელი და დიდებული მომენტი გვახსოვს.

საინტერესო ფაქტები

  • "ბარსას" "ელ კლასიკო" ზედიზედ 5-ჯერ 1964 წლის შემდეგ არ წაუგია.
  • ეს იქნება პირველი ოფიციალური "ელ კლასიკო", რომელიც ესპანეთის საზღვრებს მიღმა ჩატარდება.
  • "კინგ ფაჰდის საერთაშორისო სტადიონი" იქნება მე-13 არენა, რომელიც "ელ კლასიკოს" უმასპინძლებს.
  • მოქმედი ფეხბურთელებიდან, "ელ კლასიკოში" ყველაზე მეტი გოლი ქარიმ ბენზემას აქვს გატანილი (10).
  • მოქმედი ფეხბურთელებიდან, "ელ კლასიკოში" ყველაზე მეტი მატჩი სერხიო ბუსკეტსს აქვს ჩატარებული (41).
  • იმ შემთხვევაში, თუ დანი ალვესი გოლის გატანას შეძლებს, იგი "ელ კლასიკოს" ისტორიაში გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდება.
  • იმ შემთხვევაში, თუ გავი გოლის გატანას შეძლებს, იგი "ელ კლასიკოს" ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდება.
  • როდესაც დანი ალვესმა "რეალს" პირველი გოლი გაუტანა, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო (2003 წლის 9 ნოემბერი). მაშინ, გავი დაბადებული არ იყო.

სავარაუდო შემადგენლობები

Sport:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა - ბუსკეტსი, ნიკო, გავი - დემბელე, ფერანი, ჟუტგლა

"რეალი" | 4-3-3

კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

Mundo Deportivo:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - არაუხო, პიკე, ლანგლე, ალბა - ბუსკეტსი, ნიკო, გავი - ალვესი, ფერანი, დემბელე

"რეალი" | 4-3-3

კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

WhoScored:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - ალვესი, პიკე, არაუხო, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი - დემბელე, ლ. დე იონგი, მემფისი

"რეალი" | 4-3-3

კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

SofaScore:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - ალვესი, პიკე, ლანგლე, ალბა - ბუსკეტსი, ნიკო, გავი - დემბელე, ლ. დე იონგი, მემფისი

"რეალი" | 4-3-3

კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

SportsMole:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა - ბუსკეტსი, ნიკო, გავი - დემბელე, ლ. დე იონგი, მემფისი

"რეალი" | 4-3-3

კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

Sportskeeda:

"ბარსელონა" | 4-3-3

ტერ შტეგენი - ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა - ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი - დემბელე, მემფისი, აბდე

"რეალი" | 4-3-3

კურტუა - კარვახალი, მილიტაო, ალაბა, მენდი - კაზემირო, მოდრიჩი, კროოსი - ასენსიო, ბენზემა, ვინისიუსი

პროგნოზი

90min: ბარსელონა 1-2 რეალი

SportsMole: ბარსელონა 1-3 რეალი

Sportskeeda: ბარსელონა 2-3 რეალი

WhoScored: ბარსელონა 1-2 რეალი

ტრანსლაცია

თამაში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს Setantasports.com შემოგვთავაზებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 12 იანვარი 2022 14:26
    0
    როდესაც დანი ალვესმა "რეალს" პირველი გოლი გაუტანა, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო (2003 წლის 9 ნოემბერი). მაშინ, გავი დაბადებული არ იყო.
    ალვესი კი ჯერ ბარსელონას წევრი არ იყო. და კიდევ დღეს მოედანზე მსაჯზე უფროსი ალვესი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 12 იანვარი 2022 14:13
    0
    ყველა გამოცემა ჩვენს წაგებას ვარაუდობს და იმედები გაუცრუვდებათ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #9 12 იანვარი 2022 13:39
    0
    Andria,
    პირველ წელს სუპერ თასი და ევროპა ლიგის ნაირი ტიტული მოიგო და ჩემპიონატში მეორეზე გავიდა ჩავი ალსადით იქნება აქაც ეგრე ქნას
    წევრი [?]
    #8 12 იანვარი 2022 13:33
    0
    ხალხო სენტანტაზე ზიპ კოდში რა უნდა ჩავწერო ხომ არ იცით?
    წინასწარ მადლობა
    ფანი [?]
    #7 12 იანვარი 2022 13:04
    0
    ჩავის ალსადშიც კიარ მოუგია პირველ წელს ყველაფერი პირველ წელს დაალაგა გუნდი და მერე ყველაფერს გადაუარა
    Culé [?]
    #6 12 იანვარი 2022 12:58
    0
    იმედია დემბელე-დეიონგი-დეპაის ტრიოთი არ "შევუტევთ". ისე კი იმედები არის, განსაკუთრებით არაუხოს გამოჯანმრთელება
    გულშემატკივარი [?]
    #5 12 იანვარი 2022 12:34
    0
    მჯერა რომ ვინისიუსს გამოთიშავენ თამაშიდან ალვეში და არაუხო. ცენტრს წავაგებთ, მაგრამ ხავის პრესინგის იმედი მაქვს, ბურთის დაკარგვის მერე ეგრევე პრესინგი უნდა ითამაშოს გუნდმა, არ უნდა დაზოგონ თავი, თუნდაც გადაღლა ფინალის წაგების ტოლფასად დაგვიჯდეს. მოსაგებია ეს თამაში, თორე ზედიზედ 5 წაგება რეალთან სირცხვილია უბრალოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 იანვარი 2022 12:13
    0
    იმედია თავს დადებენ და ამ თამაშს მოიგებენ
    Culé [?]
    #3 12 იანვარი 2022 12:06
    1
    გვინდა არგვინდა დღეს რეალთან ჩვენც ისეთივე აუცაიდერები ვართ, როგორც თითოეული თამაშის წინ ბილბაო, ვალენსია, ვილიარეალი და ა.შ.. მაგრამ ხდება ხოლმე მადრიდელების არასათანადო განწყობისა და მეტოქე გუნდის იღბალს+ გასაოცარი თავდადების შემდეგ ფავორიტებიც რომ აგებენ, ამიტომ მთლად ისე უიმედოდაც არ ვარ, როგორ იმფორმაციებსაც ტოტალიზატორი ამჟღავნებს. აბა ჰე, წარმატებები უკლასოებს, იმებცილებს და ბლაუგრანას გერბის შემთხვევით მატარებლებს :))
    ფანი [?]
    #2 12 იანვარი 2022 11:48
    0
    დაარედაქტირეთ მალიორკა არ იყო გრანადა იყო წინა თამაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 იანვარი 2022 11:48
    1
    ყველა ჩვენს წაგებაზე დებს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid