ჩავის პრესკონფერენცია რეალთან მატჩის წინ

ჩავის პრესკონფერენცია რეალთან მატჩის წინ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალის ეგიდით მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა

ეს შანსია, გამოწვევაა. შანსი, რომ გავიდეთ ფინალში და ჩვენ ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან შესაძლოა, ეს მოტრიალების წერტილი იყოს.
მადრიდის "რეალი", ალბათ, ესპანეთის საუკეთესო კლუბია და სირთულის გვესმის, მაგრამ ჩვენ ფინალში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.
"ელ კლასიკო" არაპროგნოზირებადია. ჩვენ ჩვენი იარაღები უნდა გამოვიყენოთ. 
ფერან ტორესის დარეგისტრირებას ველოდებით და, როგორც ჩანს, ეს მალე დასრულდება.
დიდებული სიახლეა, რომ პედრი და ფერანი აქ არიან და მათზე დაყრდნობა შეგვიძლია, ისევე, როგორც ანსუზე. ისინი ბევრს მოგვცემენ. მაგრამ ასევე ჩვენ მათზე უნდა ვიზრუნოთ, ისინი ახლახან გამოჯანმრთელდნენ.
"რეალის" გაჩერება ერთობლივი ძალისხმევაა. ჭკვიანად უნდა იმოქმედო, როცა საქმე გაკონტროლებასა და დაზღვევას ეხება, რადგან ბენზემა და ვინისიუსი განსხვავებას ქმიან. ვეცდებით, ისინი გავაკონტროლოთ, ეს ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება.
სათამაშო კიდევ ხუთი თვეა და ტრავმის გამო არავის დაკარგვა არ გვსურს.
გუნდში დადებით ცვლილებებს ვხედავ. რა თქმა უნდა, კიდევ უნდა მოვუმატოთ. როგორც აქამდე ვთქვით, თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, თუმცა არის რაღაცები, რასაც კარგად ვაკეთებთ. ეს ახალი პროექტია და მას დრო სჭირდება.
ხვალინდელი "ელ კლასიკო" მნიშვნელოვანია, რათა ვიცოდეთ, თუ სად ვიმყოფებით.
მემფისი? მას ისეთივე როლი ექნება, როგორიც ნებისმიერს. ვინც იმსახურებს, ის ითამაშებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 იანვარი 2022 14:58
    0
    ხო შეიძლება წავაგოთ, მაგრამ გული არ დაგვწყდეს, რო გვიხმარეს. უბრალოდ პატიოსან ბრძოლაში და არა ისეთში თავიდანვე რო ცხადია რამდენად უფრო ძლიერია ერთი გუნდი მეორეზე. მე ბევრი კლასიკო მასოვს განსაკუთრებით ისეთები სადაც 6-5-4 გოლი გაგვქონდა და დიდი ანგარიშით ვიგებდით. მაგრამ არსად რეალს ფარხმალი არ დაუყრია და თანასწორად იბრძოდა, ჩვენ ბოლო კლასიკოებია ვაგებთ და ანგარიშები არც ისე კატასტროფულია ძირითადად 1-2 საშუალოდ. მაგრამ გამოვიყურებით რაღაც საცოდავათ და ეს უნდა მორჩეს. არ უნდა ვიყოთ საცემრად გაყვანილი ბავშვები.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 12 იანვარი 2022 01:18
    2
    სერიოზული ოპონენტი ყავს კარლოს სახით. აბა მიდი მაესტრო გაგვახარე
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 იანვარი 2022 01:15
    1
    ამათზე დაყრდნობა მაშინ შეიძლება, როცა ფორმაში შევლენ. ტორესისთვის ბარსა საერთოდ უცხო ხილია. ის, რომ იქ გვარდი წვრთნიდა და ნაკრებში ლუჩო არაფერს ნიშნავს. მინიმუმ შეთამაშებული მაინც უნდა იყო, რომ რაღაცა შექმნა, თანაც ამდენი ხნის უთამაშებელი.
    Culé [?]
    #4 11 იანვარი 2022 21:50
    2
    სინტერესოა რას დაუხვედრებს ანჩელოტის
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 იანვარი 2022 21:12
    4
    Visca barca, ყველაფრისდა მიუხედავად კლასიკოა დაყველაფერი შეიძლება მოხდეს
    გულშემატკივარი [?]
    #2 11 იანვარი 2022 20:57
    0
    ვდებ რეალზე და იმედია ბარსა მოიგებს.დ
    აბა თქვენ იცით რამენაირად უნდა მოვიგოთ
    ფანი [?]
    #1 11 იანვარი 2022 20:35
    11
    მემფისზე ნათქვამი მომეწონა