ბარსელონა ლისანდრო მარტინესს დაუკავშირდა | Sport

"ბარსელონა" "აიაქსის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველის, ლისანდრო მარტინესის შეძენით ინტერესდება. Sport-ის ცნობით, კატალონიური კლუბი არგენტინელ ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.
კატალონიური გამოცემა TuttoSport-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ "ბლაუგრანა" "აიაქსისთვის" შეთავაზების გაკეთებას ზაფხულში აპირებს. წყაროს თანახმად, ჩავი ერანანდესს 21 წლის უკანახაზელი ძალიან მოსწონს, რადგან ის ახალ პროექტს იდეალურად მოერგება.
მარტინესმა რამდენიმე თვის წინ "ღვთის შვილებთან" კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ამსტერდამული კლუბი ვალდებულია, ხელსაყრელი შემოთავაზების მიღების შემთხვევაში, არგენტინელი გაუშვას.
Sport წერს, რომ "ბარსელონა" ლისანდროს ტრანსფერს გასულ ზაფხულშიც განიხილავდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, მხოლოდ იჯარით აყვანა შეეძლო, რაზეც "აიაქსი" არ დათანხმდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]