ბარსელონამ მიმდინარე სეზონში 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიყენა

ბარსელონამ მიმდინარე სეზონში 12 ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიყენა

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" მნიშვნელოვან ძალას ახალგაზრდა ფეხბურთელები წარმოადგენენ. ჩავი ერნანდესის მოსვლის შემდეგ, მათ მიმართ ნდობა კიდევ გაიზარდა და 41 წლის სპეციალისტმა სარეზერვო გუნდიდან კიდევ რამდენიმე მოთამაშე დააწინაურა.

Sport-ის ცნობით, მიმდინარე სეზონში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" შემადგენლობაში თორმეტმა 21-წლამდელმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ლა ლიგის მასშტაბით საუკეთესო, ევროპის ტოპ-5 ლიგის მასშტაბით კი მეორე საუკეთესო შედეგია. კატალონიელებს მხოლოდ ფრანგული "სენტ-ეტიენი" უსწრებს (13).

ახალგაზრდა ფეხბურთელების სია ასეთია: ერიკ გარსია, ალეხანდრო ბალდე, გავი, ნიკო გონსალესი, სერჟინიო დესტი, იუსუფ დემირი, აბდე ეზალზული, პედრი, ანსუ ფატი, ალვარო სანსი, ესტანის პედროლა და ილიას აკომაში. მათ მალე ფერან ტორესიც შეუერთდება, რომელიც 21 წლისაა. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 იანვარი 2022 15:13
    0
    ალა ამათ მინიმუმ ორი წელი მაინც უნდათ რო შეთამაშდნენ და თუ ყველამ გაამართლა სასწაული გუნდი გვეყოლება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 იანვარი 2022 20:56
    1
    კარგია ამდენი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე რომ გვყავს მაგრამ გამოცდილებიც საჭიროა , ოღონდ ისეთი არა რომელიც გადაბერებულია, სადღაც 25-29 წლის კარგი ფეხბურთელებიც რომ გვყავდეს ძაან კარგი იქნებოდა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 იანვარი 2022 18:35
    2
    მომავალი რომ აქვს გუნდს ეს აშკარაა, თუმცა რამდენიმე საშუალო ასაკის მოთამაშეც გვჭირდება. გუნდის ძირითად ბირთვს ახალგაზრდები და ბებრები შეადგენენ 25-30 წლების შუალედში მყოფი მოთამაშეები თითქმის არ გვყავს და ვინც გვყავს საზიზღრად თამაშობს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.