ბარსა და ლა ლიგა ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად კოუტინიოს სამედიცინო შემოწმებას ელოდებიან

ბარსა და ლა ლიგა ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად კოუტინიოს სამედიცინო შემოწმებას ელოდებიან

ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა სამუელ უმტიტიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც კატალონიურ კლუბს ფერან ტორესის დარეგისტრირების საშუალებას აძლევს, თუმცა, ამისთვის ისიცაა საჭირო, რომ ფილიპე კოუტინიოს "ასტონ ვილაში" ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდეს.

"ბარსელონა" და "ასტონ ვილა" კოუტინიოს იჯარაზე პარასკევს შეთანხმდნენ, მაგრამ ფილიპეს ტრანსფერის ოფიციალურად გაფორმება მისი კორონავირუსით ინფიცირების გამო შეფერხდა. 29 წლის მოთამაშე ბირმინგენში გუშინ გაფრინდა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, იმისათვის, რომ კოუტინიოს ტრანსფერი დაიხუროს, მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, რაც, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში მოხდება. "ბარსელონა" და ლა ლიგა ფერანის დასარეგისტრირებლად ბრაზილიელის სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლას უცდიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 11 იანვარი 2022 16:08
    0
    მორჩა ამის ამბავიც ნუ მინიმუმ ექვსი თვით მაინც დავისვენებთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 იანვარი 2022 20:00
    1
    მთავარია ფსიქოლოგს არ გაასინჯონ, თორემ ვერ გაივლის ამ ტესტს, ისე მგონი არაფერი ტკივა კუნთების მხრივ barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 იანვარი 2022 19:12
    1
    ე ბიჭო ყველამ იცის რო მაგ შემოწმებას გაივლის რაღას წელავენ ესენი კაროჩე რა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2022 19:04
    1
    აი ეგაა რა ბიუროკრატია,შეჭამეს ტვინი."არ მიიღებს,მაგრამ უარსაც არ გეტყვით".
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 იანვარი 2022 19:04
    2
    რა აღარ დაგვადგა საშველი რა სისულელეა, რეალი ჩვენზე ბევრად მეტს ხარჯავს ხელფასებში მაგრამ დსრწმუნებული ვარ რომ მბაპეს დარეგისტრირებაც არ გაუჭირდებათ, და რატომ? ტებასი მადრიდისტააა🤬🤬🤬
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2022 18:26
    0
    ვახ, არ დაილია ეს წვრილმანები რა. საბუთები მაინც წესრიგში აქვს? ამასაც ფუენტესავით არ დაემართოს.