ოფიციალურად: ქალების ელ კლასიკოს კამპ ნოუ უმასპინძლებს

ოფიციალურად: ქალების ელ კლასიკოს კამპ ნოუ უმასპინძლებს

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს, რომ ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველი "ელ კლასიკო" "კამპ ნოუზე" გაიმართება.

დღეს "ბარსელონამ" UEFA-ს აცნობა, რომ "რეალის" წინააღმდეგ ქალების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ თამაშს "კამპ ნოუ" უმასპინძლებს. შეხვედრა 30 მარტს თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე გაიმართება.

"ბარსას" ქალთა გუნდი, ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონი და გასული სეზონის ტრებლის მფლობელი, "კამპ ნოუზე" მეორედ ითამაშებს. ეს პირველად 2021 წლის 6 იანვარს მოხდა, როდესაც კატალონიელებმა "ესპანიოლი" 5-0 გაანადგურეს.

კატალონიურმა კლუბმა ეს გადაწყვეტილება ქალთა გუნდის გასულ სეზონში გამორჩეული მიღწევების დაფასების ნიშნად მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 10 იანვარი 2022 23:51
    0
    იმედია გამოწუწნიან ბოლომდე. 12-0-ს გამოუღებენ ფრანკოს შთამომავლებს ერთი ალაგიდან. სადამდე დავეშვით კაცები, რომ ამათ იმედზეღა ვართ. ვაი, სირცხვილოოოო!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2022 19:48
    0
    ჰოდა ამოტენეთ ბოლომდე.
    წევრი [?]
    #2 10 იანვარი 2022 18:08
    1
    დაუფასეს ქალებს მოგებული ტრებლი და კაცებს რას ვუფასებთ, რომ ვათამაშებთ კამპნოუზე?.
    წელს ისეთი შედეგები აქვთ ესპანეთში თუ ევრო ტურნირებზე მასეთი თუ ქონია ვინმეს საკითხავია. პასიც იციან(გრძელი თუ მოკლე), დარტყმა(შორიდან თუ ახლოდან), კომბინაციური თამაში, ბრძოლის სურვილი სულ აქვთ, ფიზიკა აშკარად უკეთესი აქვთ ვიდრე კაცებს, 90 წუთის განმავლობაში წინ და უკან ისე მარტივად დარბიან გეგონება ბავარიას თამაშს უყურებო.
    ბევრად მეტი თამაშის გამართვა შეიძლება კამპნოუზე, პოპულარიზაციაც იქნება და დაფასება შედეგების.
    სულ, რომ არაფერი იმდენი გოლი გადის თამაშში ამის სანახავად მაინც ღირს მათი თამაშების ნახვა, ვისაც გაქვთ ნანახი დამეთანხმებით, რომ უბრალო და გავარდნილი არცერთი გოლი არ არის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2022 18:04
    1
    იქნება ტელევიზიითაც აჩვენონ, ძალიან მესიამოვნება რეალის გათახსირების ყურება კამპ ნოუზე.