ჟერარ რომერო: ბარსელონა ფერან ტორესს დღეს დაარეგისტრირებს

ჟერარ რომერო: ბარსელონა ფერან ტორესს დღეს დაარეგისტრირებს

ჟერარ რომეროს მტკიცებით, "ბარსელონას" ფერან ტორესის დარეგისტრირება შეუძლია.

მისი თქმით, ფილიპე კოუტინიოს შემდეგ, კლუბს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს, ტრანსფერი 99%-ით გადაწყვეტილია და დღეს გაოფიციალურდება. ასევე, კლუბმა ერთ-ერთ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებისა და ანაზღაურების შემცირების თაობაზე შეთანხმებას მიაღწია. შედეგად, სახელფასო ლიმიტი ტორესის დარეგისტრირების საშუალებას იძლევა და 21 წლის ფეხბურთელი "ბლაუგრანას" სრულფასოვანი ფეხბურთელი დღეს გახდება.

სავარაუდოდ, საუბარი იუსუფ დემირსა და სერჟი რობერტოზე უნდა იყოს. ავსტრიელმა კატალონიურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და ვენის "რაპიდს" უბრუნდება. სავარაუდოდ, იგი იანვარშივე ბუნდესლიგის რომელიმე კლუბს შეუერთდება. რაც შეეხება რობერტოს, მასთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვეა, რაც მიმდინარეობს და თუ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეა, იგი კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს.

Update: DiariARA-ს ჟურნალისტის, ჩავი ერნანდესის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, "ბარსელონასა" და სერჟი რობერტოს წარმომადგენლებს შორის კონტაქტი არ ყოფილა და ფეხბურთელი, რომელზეც რომერო საუბრობს, რობერტო არაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 იანვარი 2022 16:55
    2
    რობერტო გასაყიდია!!! თან სახელი აქვს და წესით არ უნდა გაჭირდეს მყიდველის პოვნა. დიდი ხელფასი აქვს და სკამის ფეხბურთელია რეალურად.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 10 იანვარი 2022 15:14
    2
    ეს კაია თუ დარეგისტრირდება მაგრამ ამ ზამთარში ალბა-გაიას ბარტერი არ შედგება ნეტავ? დამტანჯა ამ უპატრონომ უკვე, ერთი სისწრაფე ჰქონდა და ისიც აღარ აქვს, გაიას რომ მოიყვანდნენ მერე ბალდესაც მისცემდნენ სათამაშო დროს, კარგი იქნებოდა
    წევრი [?]
    #3 10 იანვარი 2022 15:13
    0
    ციტატა: nika 54
    მაგრამ ამ ბავშვს კოვიდიც აქვს და ტრავმირებულიც არის, ისე რომ მაინც ვერ ითამაშებს ალბათ.

    ხვალ თუ უარყოფითი აჩვენა ტესტმა და სასწაულით რეალს გავცდით ფინალში იქნებიან პედრიც და ტორესიც
    გულშემატკივარი [?]
    #2 10 იანვარი 2022 15:07
    0
    nika 54,
    არაა ტრავმირებული
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 10 იანვარი 2022 14:59
    2
    სულ გაუშვან რობერტო უკეთესი არ იქნება, უფრო მეტი არ დაგვეზოგება. ტორესის დარეგისტრირება კარგია, მაგრამ ამ ბავშვს კოვიდიც აქვს და ტრავმირებულიც არის, ისე რომ მაინც ვერ ითამაშებს ალბათ.