ჟერარ პიკე: ყვითელი ბარათი არ მიმიღია

ჟერარ პიკე: ყვითელი ბარათი არ მიმიღია

"გრანადასთან" ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის 79-ე წუთზე, "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გავიმ მეორე ყვითელი ბარათი და, შესაბამისად, მოედნიდან გაძევება დაიმსახურა.

აღნიშნულ მომენტში, ლა ლიგის გაშუქებაზე მომუშავე პირებმა ტიტრით გვაუწყეს, რომ გავის გამო წამოწყებული კამათისას მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი ჟერარ პიკესაც უჩვენა. მას შემდეგ კატალონიელმა რამდენჯერმე ხისტად ითამაშა, რის გამოც მეტოქის გულშემატკივრების მის გაძევებას ითხოვდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ეს უბრალოდ შეცდომა (რაც ესპანეთში არცთუ ისე იშვიათად ხდება, როცა საქმე სტატისტიკას და მსგავს მონაცემებს ეხება) იყო და "ბარსას" ვეტერანი ფეხბურთელი არ გაუფრთხილებიათ.

პიკე ამ საკითხს Twitter-ზე გამოეხმაურა:

მათ საყურადღებოდ, ვინც მეორე ყვითელი ბარათით ჩემს გაძევებას ითხოვდნენ - კარგი იქნება, იცოდეთ, რომ მატჩი გაფრთხილების გარეშე დავასრულე. ამიტომ, სანამ რამეს გააპროტესტებთ, ჯერ ინფორმაცია მოიპოვეთ.

@misterchip (ჟურნალისტი), ასე არაა? როცა მოახერხებ, წუთები გვაჩვენე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 იანვარი 2022 15:39
    0
    რა გინდათ, მშვენივრად ჩანს პიკეს ყვითელი მე-80 წუთზე. არვიცი შეცდომით თუ დაწერეს მაგრამ ფაქტია @misterchip-მა წუთები უჩვენა პიკეს. ან პიკემ არ იცოდა რო გააფრთხილეს ან ტელეგადაცემის წამყვანებმა სხვისი ბარათი ჩაუთვალეს პიკეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 იანვარი 2022 14:26
    0
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: JustBarcaLover
    რა ჯანდაბაა პიკეს რო უჩვენეს ბარათი ის რატო არ წერია მანდ ან ეგ პაეზი ვინაა

    პიკეზე რას მეკითხები, ვერ გავიგე, მაგრამ პაესზე გეტყვი, რომ გავის გვარია (მამის გვარი სწორედ პაესია, გავირა კი, - საიდანაც მისი ნიკნეიმი მომდინარეობის, - დედის).

    მერე?
    --------------------
    THUGS
    ფანი [?]
    #3 9 იანვარი 2022 03:51
    13
    რეალი რას თამაშობს, ვინიციუსი დედასიხნავს მაგათ კიდე მბაპე რომ დაემატება მერე მართლა ვეღარავინ გააჩერებთ, ღლეპორტამ კიდე მესი გააგდო ერთადერთი იმედი და დატოვა გუნდი ეზალზულების ღლეპაების და ფატიმების იმედათ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 იანვარი 2022 02:36
    1
    ესპანეთში მართლაც რომ ბევრ შეცდომას უშვებენ, აგერ ბაციკაძეს ცოტა დააკლდა და აგინებდა პირდაპირ რეპორტაჟის დროს ისეთ სულელურ და მცარ სტატისტიკებს აჩვენებდნენ ხოლმე, არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა მაგრამ შუე თამაშის დროს ბურთის ფლობის სტატუსტიკა გამოჩნდა და იყო 50-50 ზე , ყბა ჩამომივარსა გაოცებისგან, მერე ეგრევე შევედი, სტატისტიკა გადავამოწმე და 65-35 ზე იყო, ძაან ხშირად უშვებენ შეცდომებს, რასაც ვხედავ ყველა ასპექტში ჩაბანძდა ლა ლიგა, დიდწილად ტებასის დამსახურებაა😒🤬🤬
    რედაქტორი [?]
    #1 9 იანვარი 2022 01:32
    0
    ციტატა: JustBarcaLover
    რა ჯანდაბაა პიკეს რო უჩვენეს ბარათი ის რატო არ წერია მანდ ან ეგ პაეზი ვინაა

    პიკეზე რას მეკითხები, ვერ გავიგე, მაგრამ პაესზე გეტყვი, რომ გავის გვარია (მამის გვარი სწორედ პაესია, გავირა კი, - საიდანაც მისი ნიკნეიმი მომდინარეობის, - დედის).