ფილიპე კოუტინიოს ღირსეული ჟესტი - ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას უახლოვდება

ფილიპე კოუტინიოს ღირსეული ჟესტი - ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას უახლოვდება

Esport3-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" ფილიპე კოუტინიოსთან, ხელფასის შემცირების თაობაზე, შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწია.

წყაროს ცნობით, ეს "ასტონ ვილას" საშუალებას მისცემს, ბრაზილიელი ფეხბურთელის ანაზღაურება სრულად დაფაროს, "ბარსა" კი სახელფასო ლიმიტს შეამცირებს.

ტონი ჟუანმარტის თქმით, "ვილა პარკის" ბინადრებს ფილიპეს სრული ხელფასის გადახდა არ შეეძლოთ, რის გამოც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანაზღაურების 65%-ს "ასტონ ვილა" დაფარავდა, დარჩენილ 35%-ს კი - "ბლაუგრანა". თუმცა, კოუტინიომ გადაწყვიტა, კატალონიური კლუბის მიერ გადასახდელ 35%-ზე უარი ეთქვა და მხოლოდ ინგლისელთა 65%-ს მიიღებს.

შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ "ბარსელონა" ფერან ტორესის დარეგისტრირებას სულ უფრო და უფრო უახლოვდება, კოუტინიოს ქმედება კი ნამდვილად დასაფასებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 8 იანვარი 2022 15:57
    1
    ახა ძმაო, ქონია სინდისი, რას ერჩი. დემბელეებს და უმტიტებს ამას ვერ აკისრებინებ და მერე უკვირთ შავები ვართ და იმიტომ არ მოვწონვართო. ამ დროს კი პირიქითაა ყველაფერი. არაკაცურად იქცევიან უმეტესობა და იმიტომ არ მოსწონთ და არა ფერის გამო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #18 8 იანვარი 2022 14:31
    2
    კაცური საქციელია.
    წარმატებები ბირმინგემში და მაინც არ დაბრუნდე, ორივესთვის ასე აჯობებს.
    Culé [?]
    #17 8 იანვარი 2022 02:28
    4
    საღოლ თუ მართალია და 35% ბარსელონას გადასახდელზე უარს ამბობს ნამდვილად კარგი საქციელია კოუტინიოს მხრიდან ! ჩვენ ნამდვილად არ/ვერ გამოგვადგა მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ ინგლისში
    ფანი [?]
    #16 8 იანვარი 2022 01:58
    4
    ეჰჰ ნეტა მანდ მაინც აღიდგინო ძველი ფორმა ჩემო კოუ. ყველა ასტონ ვილას თამაშს ვუყურებ, მაინც არ დავკარგავ იმედს 😃
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #15 8 იანვარი 2022 01:05
    7
    როგორც არ უნდა იყოს:👏
    მიხარია ასეთი ხალხი რო ჯერ კიდევ არიან
    Culé [?]
    #14 8 იანვარი 2022 00:51
    11
    ეს თუ სიმართლეა მართლაა საღოლ თამაშით ვერაფერი ქნა მაგრამ გასაჭირში გუნდს დაეხმარაა..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 8 იანვარი 2022 00:36
    7
    ჯიგარია კოუ და მთელი გულით ვუქომაგებ ასტონ ვილაში, თან ჯერარდიც მევასება და მინდა აიწყოს სამწვრთნელო კარიერა. მოკლედ წარმატებები
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #12 8 იანვარი 2022 00:35
    6
    ბრაოო კოუ barca-1 heart_eyes და წარმატებები ტალანტო barca-5
    --------------------
    ,,1% CHANCE, 99% FAITH"- Neymar Jr.
    Factos! LM7
    წევრი [?]
    #11 8 იანვარი 2022 00:04
    5
    კაცური კაცი აღმოჩნდა კოუტინიო...
    Culé [?]
    #10 7 იანვარი 2022 23:19
    4
    We f****** love you Philip Coutinho
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 7 იანვარი 2022 23:18
    5
    ეს თუ სიმართლეა ბრავო კოუს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #8 7 იანვარი 2022 23:14
    8
    ციტატა: xavi73
    მაგარი კაცია კოუ ,საღოლ ასეთ რამეს ბევრი არ იზამდა)
    დემბელე გაორმაგებას მოთხოვდა ბარსას😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 იანვარი 2022 23:10
    4
    ძაან კაი საქციელია ნაღდად, ვგიჟდებოდი ამაზე ლივერპულში მაგრამ სამწუხაროდ აქამდე მივედით
    ფანი [?]
    #6 7 იანვარი 2022 22:56
    5
    მევასება რაა,ძაან მწყდება გული,ნეტავ ათამაშდეს არ გამოისყიდონ და აქაც იგივე ფორმით დაბრუნდეს,ასეთი ადამიანური საქციელი მართლა დასაფასებელია, გულწრფელად წარმატებები ♥️ ასტონ ვილას თამაშებს უნდა ვუყურო ამიერიდან
    გულშემატკივარი [?]
    #5 7 იანვარი 2022 22:43
    6
    მაგარი კაცია კოუ ,საღოლ ასეთ რამეს ბევრი არ იზამდა)
    Culé [?]
    #4 7 იანვარი 2022 22:33
    10
    რა მაგარი ადამიანია. არც უმტიტის გავს და არც დემბელს ძალიან დასაფასებელია... ძაან მევასებოდა და მევასება კიდეც კოუ 😍
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 იანვარი 2022 22:25
    11
    კოუტინიოს არ გაუმართლა და მერე ფსიქოლოგიურად დაითრგუნა. შემდეგ კი გუნდი აირ-დაირია და ფაქტობრივად დაიშალა.

    თორემ პეპის ან ლუჩოს ბარსაში მაღალ დონეზე ითამაშებდა
    გულშემატკივარი [?]
    #2 7 იანვარი 2022 22:17
    6
    ციტატა: CHEPE
    ებიჭოო რა გაახურა საქმე ამ დაწყევლილმა ტებასმა გაზარდოს ეს ჭერი ცოტა მეტი ვაახ ბიჭოო როდის ჩაკვდება ბებერი ძაღლები ეგ და პერესი

    ტებასი კი არა ბართუმეოა მოსაკლავი ამხელა ხელფასები რომ დაუნიშნა
    წევრი [?]
    #1 7 იანვარი 2022 22:10
    12
    კოუტინიოს რო გააჩნდა ადამიანობა ეს ისედაც ვიცოდი უმტიტის და დემბელეს არ გავს