ბარსა მარსიალის აგენტს დაუკავშირდა; კავანის რანგნიკი არ უშვებს

ბარსა მარსიალის აგენტს დაუკავშირდა; კავანის რანგნიკი არ უშვებს

ჟულიენ მეინარდის ცნობით, "ბარსელონამ" "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ენტონი მარსიალის აგენტთან ფეხბურთელის იჯარის თაობაზე იმსჯელა.

ფრანგ შემტევს, რომლის მიმართ ინტერესს "იუვენტუსიც" გამოთქვამს, "წითელი ეშმაკების" დატოვება სურს. მას "სევილიასთან" კონტრაქტი უკვე შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა, ინგლისელებმა ტრანსფერი დაბლოკეს.

რაც შეეხება ედინსონ კავანის - როგორც Mundo Deportivo იუწყება, ურუგვაელ თავდამსხმელს "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს, რის გამოც ბრაზილიიდან რამდენიმე შეთავაზებაზე უარი თქვა, მაგრამ მას ხელს რალფ რანგნიკი უშლის, რომელიც გამოცდილი მოთამაშის გაშვებას არ აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 8 იანვარი 2022 16:00
    2
    რანგნიკმა რონალდუს მიხედოს. თორემ მომავალ ზაფხულს ეგეც გაექცევა, უკვე განაცხადა თუ რანგნიკს არ მოაშორებენ მე სხვა გუნდს მოვძებნიო. ისე კი ეხერხება ბოშასავით აქეთ იქით წანწალი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 იანვარი 2022 00:35
    1
    რა უნდა ამ რაგნიკს ჯერ თვითონ არააქ განაღდებული მანჩესტერში დარჩენა და რა გაახურა.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 7 იანვარი 2022 23:05
    1
    არ გვინდა ეს მარსიალი რა,კავანი და ზაფხულში ჰოლანდი,არც ეს მორატა გვინდა, არ ვიცი ეს ხულიან ალვარესი ვინაა ასე,რომ ვერაფერს ვიტყვი❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 იანვარი 2022 23:03
    2
    ამას ჯობია ხულიან ალვარესი მოიყვანონ ფიორენტინას მაინც აღარ ვჯობივართ? რა უნდა ფიორენტინაში მაგ ბიჭს სერია ა-ს კეტენაჩო მივაცენზურე მე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued