ბარსელონას გეგმა დიეგო ალმეიდასთან დაკავშირებით

ბარსელონას გეგმა დიეგო ალმეიდასთან დაკავშირებით

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსელონას", 19-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელთან, დიეგო ალმეიდასთან დაკავშირებით განსაკუთრებული გეგმა აქვს.

ამავე წყაროს ცნობით, პირველ გუნდში არსებულ პრობლემებზე ფიქრის გამო, მწვრთნელებმა ახალგაზრდა ეკვადორელი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადაწიეს.

ამჟამად გუნდში 2 მარჯვენა მცველი ირიცხება - დანი ალვესი და სერჟინიო დესტი. მიუხედავად იმისა, რომ ალვესი "ბარსაში" ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, იგი უკვე 38 წლისაა, რაც შორეულ პერსპექტივაში ბრაზილიელზე დაყრდნობას გამორიცხავს. რაც შეეხება დესტს, ის მხოლოდ 21 წლის გახლავთ, თუმცა, არაა გამორიცხული, კატალონიელებმა მისი გაყიდვა გადაწყვიტონ.

თავად ალმეიდას ბევრი მსურველი ჰყავს, მათ შორისაა "პარი სენ-ჟერმენიც", მაგრამ არც ფეხბურთელსა და არც "ბლაუგრანას" გზების გაყრა არ სურთ.

დიეგოს, რომელიც 17 წლისაა, კატალონიურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 იანვარი 2022 16:05
    0
    მერე რას ელოდებიან, სხვაგან თავისუფალი აგენტების ძებნას ეს ახალგაზრდა მოხოდონ. ხო ნახეს თითქმის ყველამ გაამართლა ლა მასიელმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 იანვარი 2022 23:29
    1
    წარმატებები
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 7 იანვარი 2022 22:34
    1
    იქნებ აათამაშონ მაღალ დონეზე