შესაძლოა კოუტინიოს წასვლა ტორესის დარეგისტრირებისთვის საკმარისი არ იყოს

შესაძლოა კოუტინიოს წასვლა ტორესის დარეგისტრირებისთვის საკმარისი არ იყოს

ფერან ტორესის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით გაუგებრობა გრძელდება.

კოუტინიოს ტრანსფერის დადასტურებამდე, ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელის წასვლა ტორესის დარეგისტრირებისთვის საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

Sport-ისა და RAC1-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ლა ლიგისთვის ინფორმაცია გაგზავნილი აქვს, მაგრამ კლუბში ფიქრობენ, რომ გუნდიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვება იქნება საჭირო.

"ბარსა" ლა ლიგის პასუხის მოლოდინშია, თუმცა კატალონიური გამოცემები იტყობინებიან, რომ ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს, რადგან დღეს ან ხვალ "ბლაუგრანას" კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს. ამ ფეხბურთელის ვინაობა არ სახელდება, თუმცა, სავარაუდოდ, საქმე იუსუფ დემირის იჯარის შეწყვეტას ეხება.

ასეთ ვითარებაში ფერანის "გრანადასთან" დებიუტი ძალიან რთულად წარმოსადგენია.

Update: ელენა კონდისის ცნობით, კოუტინიოს ტრანსფერი სამშაბათამდე ვერ დაიხურება. ამისათვის, საჭიროა, რომ კოუტინიომ ინგლისში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიაროს და ბრიტანეთში მუშაობის უფლება მიიღოს. ვინაიდან იგი კოვიდინფიცირებულია და გამგზავრებას ვერ ახერხებს, პროცესი, როგორც მინიმუმ, სამშაბათამდე გაიწელება. ამ მომენტისთვის, "ბარსას" ფერან ტორესის დარეგისტრირება არ შეუძლია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 7 იანვარი 2022 18:27
    1
    "კოუტინიოს ტრანსფერის დადასტურებამდე, ცნობილი იყო, რომ ბრაზილიელის წასვლა ტორესის დარეგისტრირებისთვის საკმარისი იქნებოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა"

    ამ "თუმცა"-მ გამაგიჟა.
    გამუდმებით ამბობენ ყველაფერი ასეაო, და მერე იძახიან თუმცა ასე არ ყოფილაო.....

    რა გამოდის? ჯერ ნაბიჯს დგამენ და მერე ფიქრობენ?
    ასეთი რამეები აღარ ხდება ამოდენა კლუბებში კი არა პატარა უმნიშვნელო კოოპერატივებშიც კი.....
    Culé [?]
    #7 7 იანვარი 2022 18:23
    1
    ანუ ხვალ ვერ ითამაშებს ფერადი😒
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 იანვარი 2022 17:33
    0
    ლუკ დეიონგი წავა , დემირი, უმტიტიც თუ გავუშვით და პრობლემა აღარ იქნება ხელფასებთან მიმართებით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 იანვარი 2022 16:19
    1
    სანამ არ გაივლის შემოწმებას და არ მიიღებს მუშაობის უფლებას, მანამ ვერ ვიქნები მშვიდად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 იანვარი 2022 15:58
    2
    სავარაუდოდ დემბელესაც მოუწევს ახვევა და ყველაფერი დალაგდება barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 იანვარი 2022 15:52
    4
    დემბელეს აღარ ყიდიან ეს ბედოვლათები? როდემდე უნდა ატყუოს ბარსელონა იმ ნაგავმა. მაგის გაშვება ამოგვასუნთქებდა ცოტას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 იანვარი 2022 15:27
    1
    ეს არასანდო წყაროა და არ მჯერა ამათი, დაარეგისტრირებენ უეჭველი
    ფანი [?]
    #1 7 იანვარი 2022 15:21
    2
    Ooo idi <<ცენზურის დარღვევა>>t raa gayidet yvela da marto es daaregitriret aravis egeti problema araaq raubedurebaa