Sport: კოუტინიოს გამოსასყიდი თანხის ოდენობა 40 მილიონი ევროა

Sport: კოუტინიოს გამოსასყიდი თანხის ოდენობა 40 მილიონი ევროა

დღეს, ფილიპე კოუტინიოს "ასტონ ვილაში" ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იგი ბირმინგემულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. ზაფხულში კი "ასტონ ვილას" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. Sport-ისა და RAC1-ის ცნობით, გამოსასყიდი თანხის ოდენობა 40 მილიონ ევროს შეადგენს. ასევე, ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ "ასტონ ვილა" კოუტინიოს ხელფასის 65%-ს გადაიხდის.

ბრაზილიელი პრემიერ ლიგას 4-წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. ტრანსფერის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა, ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #9 7 იანვარი 2022 18:08
    0
    ზღაპარია ამაში 40 არ გადაიხდიან ეგეც კარგია რომ დროებით მოვიშორეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 7 იანვარი 2022 17:31
    0
    იმედია გამოისყიდის ვილა. ვალდებულებაზე არაფერია ნათქვამი და სავარაუდოდ შესაძლებლობას ითვალისწინებს კონტრაქტი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 იანვარი 2022 16:13
    1
    ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ და ათამაშდეს, რომ უკან არ მოგვიგდონ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 იანვარი 2022 16:00
    2
    გამოსყიდვის უფლება რათ გვინდა? ხელფასის მესამედსაც ჩვენ გვახდევინებენ? იყიდონ მთლიანად ეს რა წესია. ჩვენ ამდენს ვინ გვპატიობს? ეს რა შარი ავიტეხეთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 იანვარი 2022 15:26
    1
    ასტონ ვილამ გრილიშიდან კაი ფული ამოიღოდა იმედია გამოისყიდიან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 იანვარი 2022 15:20
    1
    იმედია გამოისყიდიან
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #3 7 იანვარი 2022 15:07
    1
    გამოსყიდვის უფლება ექნებაო, და არა ვალდებულება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს რომ თუ არ ივარგა უკან მოგვიგდებენ, გილოცავთ ყველას უბრალოდ ექვსი თვით გავნთავისუფლდით და არა სამუდამოდ, არამგონია გაამართლოს და გამოისყიდონ.
    ფანი [?]
    #2 7 იანვარი 2022 14:46
    1
    ოჰოო 65% პროცენტს თუ გადაიხდის მშვენიერია
    Culé [?]
    #1 7 იანვარი 2022 14:42
    0
    ეს rac1 მაგარი არასანდო წყაროა. მარტო ეს იძახის კოუს გაშვება საკმარისი არ იქნება ტორესის დასარეგისტრირებლადო, რაც ლოგიკურადაც აფსურდია და სხვა დანარჩენები პირიქით იძახიან შეძლებენო. თან რაიას 40 მილიონი :დ