ოფიციალურად: ფილიპე კოუტინიო ასტონ ვილაში ითამაშებს

"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელი, ფილიპე კოუტინიო სეზონის ბოლომდე იჯარით "ასტონ ვილას" შეუერთდება.
კატალონიური კლუბის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, შეთანხმება გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებს. ტრანსფერი მას შემდეგ დასრულდება, რაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის და ბრიტანეთში მუშაობის უფლებას მიიღებს.
ინგლისური გუნდი კოუტინიოს ანაზღაურების ნაწილის გადახდის ვალდებულებას იღებს (Sport-ის მტკიცებით, 2/3-ის). იგი ბირმინგემში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება.
ბრაზილიელი "ბარსას" 2018 წლის იანვარში, "ლივერპულიდან" შეუერთდა. "ბარსელონაში" ჩატარებულ 106 შეხვედრაში მის მონაგარს 25 გოლი, 15 საგოლე გადაცემა, 2 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი შეადგენს. იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]