ბარსელონამ მანჩესტერს მარსიალის თაობაზე მიმართა

ბარსელონამ მანჩესტერს მარსიალის თაობაზე მიმართა

"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის შეძენით ინტერესდება. 

ფრანგი ჟურნალისტის, ჟულიენ მეინარის ინფორმაციით, "ბლაუგრანამა" და "იუვენტუსმა" "წითელ ეშმაკებთან" მარსიალის იჯარით აყვანის შესაძლებლობა განიხილეს. კლუბები ფეხბურთელის აგენტსაც დაუკავშირდნენ.

ჟურნალისტის ცნობით, 26 წლის შემტევს "მანჩესტერის" დატოვება სურს და "სევილიაში" გადასვლაზე თანახმაა, თუმცა ანდალუსიელთა შეთავაზება ინგლისური კლუბისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა.

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "ბარსელონა" "ოლდ ტრაფორდზე" უსმან დემბელეს გაუშვებდა, სანაცვლოდ კი "იუნაიტედი" მარსიალს დათმობდა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 იანვარი 2022 17:20
    1
    მე პირადად მორატას ეს მირჩევნია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 7 იანვარი 2022 16:22
    1
    მოკლედ ვინც ვიყიდეთ ვერ ვარეგისტრირებთ და კიდევ ახლებს ვეძებთ საყიდლად?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 იანვარი 2022 15:17
    2
    თავის დროზე რა მაგარი იყო და მაგრად მევასებოდა ეხლაც მევასება მარა ჩამქრალია ამის მოყვანას ხულიან ალვარესი მოიყვანონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 იანვარი 2022 10:42
    1
    კაით ახლა რა მარსიალი, ზიეჩი იჯარით ურიგო არ იქნებოდა
    ფანი [?]
    #1 7 იანვარი 2022 01:20
    3
    რა მარსიალი, საგინებლად დემბელე დეიონგებიც მყოფნის, მანჩედან მხოლოდ რაშფორდის ან კავანის დამატება ღირს