გაიგე მეტი ბარსელონაზე #10

გაიგე მეტი ბარსელონაზე #10

Barcamania.ge გთავაზობთ რუბრიკას, რომლის საშუალებითაც "ბარსელონას" გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ:

"არის თუ არა იმის შანსი, რომ მესი დაბრუნდეს მომავალ წელს?"

2022 წელს მესის დაბრუნების შანსი თითქმის არ არსებობს. "პარი სენ-ჟერმენი" მას არ გამოუშვებს. 2023 წელს მესის "ბარსელონაში" უფასოდ დაბრუნების უფლება ექნება, თუმცა ამ დროს ის უკვე 36 წლის იქნება

"ვინ მოიგო ბარსას მაისურით პირველი ოქროს ბურთი?"

ოქროს ბურთი "ბარსელონას" რვა ფეხბურთელს მოუგია - ლიონელ მესი, რონალდინიო, ლუიშ ფიგუ, რივალდო, რონალდო, ხრისტო სტოიჩკოვი, იოჰან კრუიფი და ლუის სუარესი. პირველი სწორედ ლუის სუარესი იყო. ესპანელმა შემტევმა ეს ჯილდო 1960 წელს, ოქროს ბურთის რიგით მე-5 წელს მოიგო.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 იანვარი 2022 16:41
    0
    საინტერესო შეკითხვები იყო, განსაკუთრებით ლეოს დაბრუნებაზე. პსჟ ლეოს მარტო აქსესუარებით გაყიდვით იღებს იმხელა ფულს, მესიმ სულ რო არ ითამაშოს მაინც მოგებაში არიან. ჩვენ ვუყუროთ დემბელე-უმტიტის და ვიწუწუნოთ ნაყიდი ფეხხბურთელების დარეგისტრირებაც კი არ შეგვიძლიაო, სამაგიეროდ ლეოსგან მორჩენილ წვრილმანებს ყიდიან.

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    ყველაზე ნაკლებად რომელი ქვეყნის ლეგიონერებს აქვთ ბარსაში ნათამაშები?( ვგულისხმობ დიდ ნაკრებებს )

    ალბათ იტალიელებს.
    ფანი [?]
    #2 7 იანვარი 2022 09:51
    0
    ჩემი აზრით მომავალ წელს დაბრუნდება
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 6 იანვარი 2022 22:15
    0
    ყველაზე ნაკლებად რომელი ქვეყნის ლეგიონერებს აქვთ ბარსაში ნათამაშები?( ვგულისხმობ დიდ ნაკრებებს )