ფერან ტორესის დებიუტი, შესაძლოა, 8 იანვარს შედგეს

AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ახალწვეულის, ფერან ტორესის დებიუტი, შესაძლოა, 8 იანვარს, ლა ლიგის მე-20 ტურში, "გრანადას" წინააღმდეგ შედგეს.
წყაროს ცნობით, ამისთვის 21 წლის ფეხბურთელს COVID-19-ის ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდება. გამოჯანმრთელების შემთხვევაში, იგი გუნდს მალე შეუერთდება და მომავალი მატჩისთვის მზად იქნება.
ხავი მიგელის მტკიცებით, "ბარსა" ტორესის დარეგისტრირებას უახლოეს 24-36 საათში აპირებს, როცა კლუბიდან ფილიპე კოუტინიო წავა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]