კოუტინიოს ასტონ ვილაში ტრანსფერი დღეს ან ხვალ შედგება - MD

კოუტინიოს ასტონ ვილაში ტრანსფერი დღეს ან ხვალ შედგება - MD

თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ "ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსა" და "ასტონ ვილა" მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე იმყოფებიან. ისინი კოუტინიოს იჯარის საბოლოო დეტალებს ათანხმებენ. კატალონიური კლუბი ოპტიმისტურადაა განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ 29 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი დღეისთვის ან ხვალისთვის დასრულდება, თუმცა, ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, ექნება თუ არა ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" სურს, რომ "ასტონ ვილამ" კოუტინიო იჯარით სეზონის ბოლოს გამოსყიდვის ვალდებულებით აიყვანოს, მაგრამ ინგლისელები ამის წინააღმდეგნი არიან. ასევე "ასტონ ვილას" ფილიპეს მთლიანი ხელფასის გადახდა არ უნდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 იანვარი 2022 02:51
    0
    ძვირიან მანქანას, რომ იყიდი და კარობკა გაუფუჭდება, ხოლო მისი შეკეთება ვერ ხერხდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 იანვარი 2022 21:24
    1
    კაროჩე, გამოსყიდვის ვალდებულება არ გვინდაო, ხელფასის გადახდა არ გვინდაო და აბა, რა უნდათ? იქ ითამაშოს და აქედან ხელფასი ვუგზავნოთ? მერე კარიერასაც დაასრულებს და ჩვენ რა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 იანვარი 2022 19:56
    0
    ამის წასვლას კი ვემხრობი, მაგრამ ძაან მინდა რომ კარგად ითამაშოს ასტონ ვილაში. ერთი სიამოვნება იყო ლივერპულში ამის ყურება.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 იანვარი 2022 19:49
    0
    ამას ვინ იყიდის ვის რაში ჭირდება, სანამ დაუმთავრდება კონტრაქტი ესე იჯარით უნდა ეთრიოს, ფულს არავინ გადაიხდის გაფუჭებული ფსიქოლოგიის მქონე ფეხბურთელში.
    Culé [?]
    #3 6 იანვარი 2022 16:09
    2
    შეიხმა გაამდიდრა ეს დედა მო*ყნულები გრილიშის ყიდვით და არაფრის გადახდა არ უნდათ ? ან გადაიხადონ ან გააჯმეინონ.
    გულშემატკივარი [?]
    #2 6 იანვარი 2022 15:44
    3
    ანუ ყიდვა არ უნდათ. იჯარა უნდათ, მაგრამ ხელფასის გადახდა არა. მაგარი გარიგებაა 🥲🥲 ყველა წიხლს გვაჭერს გასაჭირის დროს. ერთი ხელგაშლილი შეიხი არ გამოჩნდება რო წახვეტოს ეს ნაგავი რაც მოგროვდა.
    Culé [?]
    #1 6 იანვარი 2022 15:33
    0
    აე აე გვეშველა მგონი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid