ჩელსი სერჟინიო დესტით დაინტერესდა

ჩელსი სერჟინიო დესტით დაინტერესდა

"ბარსელონას" მარჯვენა მცველს, სერჟინიო დესტს ინგლისიდან მსურველი გამოუჩნდა და ეს ლონდონის "ჩელსია". ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

დანი ალვესის დაბრუნების შემდეგ დესტის როლი "ბარსაში" შემცირდა. ამას ემატება ისიც, რომ ამერიკელი კატალონიურ გუნდში შესაბამის დონეს ვერ აჩვენებს, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ სერჟინიოს შეძენის სურვილს "ბაიერნი" გამოთქვამდა. კირან ტრიპიერის გაშვების შემდეგ 21 წლის ფეხბურთელს თვალი დაადგა მადრიდის "ატლეტიკომაც", მაგრამ ამ დროისთვის დესტისადმი ყველაზე დიდ ინტერესს "ჩელსი" იჩენს.

Sport-ის ინფორმაციით, "არისტოკრატებს" მომდევნო სეზონისთვის, ფაქტობრივად, მთელი დაცვის გადასხვაფერება მოუწევთ. ლონდონურ კლუბს უნივერსალური მცველი სჭირდება, მისი ნომერ პირველი სამიზნე კი სწორედ დესტია. "ჩელსი" მზადაა, ამერიკელის შეძენა ახლა ან ზაფხულში სცადოს.

იგივე წყარო იტყობინება, რომ "ბარსელონა" დესტს 20 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ გაუშვებს, თუმცა, კლუბი მის გაყიდვაში ბოლომდე დარწმუნებულიც არაა. "ბლაუგრანაში" ზოგიერთებს სერჟინიოსი სჯერათ და მას მხარს უჭერენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #7 6 იანვარი 2022 15:31
    1
    დესტ+მინგესა+20მლნ და რის ჯეიმსი მოგვცენ,აუუუ რა გიჟია ეგ ჩემისა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #6 6 იანვარი 2022 15:13
    0
    შეტევაში იცის ჩართვა ფლანგიდან მაგრამ დაცვაში ნულია, თუ დაცვა ისწავლა კარგი იქნება, ვფიქრობ ცოტა დრო რომ მისცენ ცუდი არ იქნება.
    Culé [?]
    #5 6 იანვარი 2022 13:55
    1
    ზაფხულამდე ხელი არ დაედოს. სადაც დემბელე აათამაშა ჩავიმ, ეგებ ამანაც ქნას რამე.
    Culé [?]
    #4 6 იანვარი 2022 13:54
    2
    ეს ჩელსიში სკამზე ამოლპება, ვერც რის ჯეიმსს და ვერ ჩილველს გაუწევს კონკურენციას, ბებერი ალონსოც კი აჯობებს, იმედია წაიყვანენ, მშვიდობაში მოეხმაროთ
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    Culé [?]
    #3 6 იანვარი 2022 13:53
    0
    ციტატა: nika 54
    ახლა ალვესი რო დიდი ხნით არ არის მოსული გასაგებია, ან ეს დროზე უნდა გაყიდონ და დროზე მოუყვანონ შემცვლელი, ან საერთოდ არ გაყიდონ. 20 მილიონად რო ეს გავყიდოთ ვის ვიყიდით იმ ფულით, ამის დონისა მაინც მოგვივა?

    აზპილიკუეტას მოვიყვანთ ჩელსიდან უფასოდ და შეიძლება ქრისტენსენიც მოვიყვანოთ.
    დესტის ფულით კიდე გაია მოიყვანონ თორე ალბა არაფრად არ ვარგა კონკურენტი რო არ ყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 6 იანვარი 2022 13:46
    2
    ახლა ალვესი რო დიდი ხნით არ არის მოსული გასაგებია, ან ეს დროზე უნდა გაყიდონ და დროზე მოუყვანონ შემცვლელი, ან საერთოდ არ გაყიდონ. 20 მილიონად რო ეს გავყიდოთ ვის ვიყიდით იმ ფულით, ამის დონისა მაინც მოგვივა?
    ფანი [?]
    #1 6 იანვარი 2022 13:45
    3
    20 მლ გააჯმევინონ თუ ვინმე წაიღებს, ალვეშის ნახევარი კლასი მაინც ქონდეს ამ უბედურს