ფილიპე კოუტინიო ასტონ ვილაში გადასვლასთან ახლოსაა - Sport

Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, "ბარსელონას" ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო "ბლაუგრანას" ტოვებს და "ასტონ ვილაში" გადადის.
წყარო იუწყება, რომ კოუტინიო "ბარსადან" წასვლასთან ძალიან ახლოსაა. ბრაზილიელს "ასტონ ვილაში" გადასვლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. კატალონიურ და ინგლისურ კლუბებს შორის ფილიპეს სეზონის ბოლომდე საიჯარო გარიგებაზე მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. ახლა მხოლოდ გადასაწყვეტი რჩება ის, შეთანხმდებიან თუ არა მხარეები ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულების პუნქტზე.
იმავე წყაროს ინფორმაციით, კოუტინიოს "ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა და მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა სტივენ ჯერარდმა პირადად დაურეკა, რამაც 29 წლის მოთამაშის დარწმუნებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ეს ტრანსფერი "ბლაუგრანას" ფერან ტორესის ლა ლიგაში დარეგისტირირების საშუალებას მისცემს.
ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ "ბარსა" იუსუფ დემირთან და ლუკ დე იონგთან მომდევნო დღეებში განშორებაზეც მუშაობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]