ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას პარასკევს აპირებს | AS

ბარსელონა ფერან ტორესის დარეგისტრირებას პარასკევს აპირებს | AS

Diario AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" სურს, რომ ფერან ტორესი ლა ლიგაში პარასკევს დაარეგისტრიროს.

წყაროს ცნობით, ჩავი ერნანდესს სურს, რომ ახალწვეულს შაბათს, "გრანადას" წინააღმდეგ, სათამაშო დრო მისცეს, იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი მანამდე კორონავირუსისგან განკურნებას მოასწრებს. "მაესტრო" განაცხადს პარასკევს დაასახელებს და თუ ტორესის PCR ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს, მისი დარეგისტრირება შუადღით იქნება შესაძლებელი.

ჩავის სურს, რომ ფერან ტორესი 12 იანვარს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" სრულ მზადყოფნაში იყოს და "გრანადასთან" მის დებიუტს სწორედ ამიტომ ჩქარობს. 

ახლა ყველაფერი მატეუ ალემანიზეა დამოკიდებული, რომელსაც სახელფასო ფონდის შემცირება ევალება. ამისთვის მნიშვნელოვანი ფილიპე კოუტინიოს, ლუკ დე იონგის ან იუსუფ დემირის გაშვება იქნება.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #4 5 იანვარი 2022 20:05
    0
    nika 54,
    აღარააქ ტრავმა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 იანვარი 2022 20:00
    0
    ანუ ზეგ ვარეგისტრირებთ? კაია იმედია პრობლემები არ შეიქმნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 იანვარი 2022 19:34
    0
    ამას კოვიდის გარდა ტრამვაც ქონდა, და ამაზე აღარ დარდობს ჩავი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 იანვარი 2022 19:32
    0
    დემირი წასულია ფაქტობრივად, დეიონგსაც იმედია მივყიდით ბეშიქთაშს, კოუტინიოს ტრანსფერიც იჩარხება და ტორესის დარეგისტრირება არ უნდა იყოს პრობლემა წესით
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.