ლინარესთან ლუკ დე იონგიც ვერ ითამაშებს

ლინარესთან ლუკ დე იონგიც ვერ ითამაშებს

მას შემდეგ, რაც "ლინარესთან" ანსუ ფატისა და მემფის დეპაის თამაში გამოირიცხა, ცნობილი ხდება, რომ მატჩში მონაწილეობის მიღებას ვერც ლუკ დე იონგი შეძლებს.

გასულ სეზონში, როდესაც "ბარსელონამ" "სევილიას" 3-0 სძლია და კოპა დელ რეის ფინალის საგზური მოიპოვა, 103-ე წუთზე დე იონგმა სათადარიგოთა სკამიდან მსაჯთან კამათისთვის წითელი ბარათი მიიღო. იგი 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რომელიც მას "ბარსელონაშიც" გადმოჰყვა.

შედეგად, ამ მატჩში თამაშს პირველი გუნდის ვერცერთი თავდამსხმელი ვერ შეძლებს. ჩავის მხოლოდ ფერან ჟუტგლა და ილიას აკომაში ჰყავს. შესაძლოა, შეტევის მარცხენა ფლანგზე ჟორდი ალბამ ითამაშოს.

შეხვედრა, თბილისის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 იანვარი 2022 13:42
    1
    ეს დამპალი ჩვენებს ეჩხუბა და ისევ ჩვენ ვზარალობთ მაგის უზრდელობით. არადა რა იმედი მქონდა "ჰაერის მეფე" დაგლიჯავს თქო.
    ფანი [?]
    #5 5 იანვარი 2022 13:10
    0
    აკომაჩი ჟუტგლა და დემბელე იქნებიან, ცვლილებები იქნება რთული ცოტა…
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 იანვარი 2022 09:41
    3
    გადაიცვას ჩავიმ და შევარდეს
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 იანვარი 2022 02:11
    3
    ლინერესი ეძახე მერედა გოლი ვინ უნდა გაიტანოს? გავი მაინც განკურნებულიყო, ან აბდე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 იანვარი 2022 01:36
    1
    აბსურდია რა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 იანვარი 2022 01:33
    1
    ვინღა გაიტანს აბა გოლს