Sport: კადისმა ლუკ დე იონგზე უარი თქვა

"კადისი" ლუკ დე იონგის დამატებას აღარ აპირებს, იტყობინება Sport.
ცნობის თანახმად, "კადისს", "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის ყველა პირობა შეთანხმებული იყო. "კადისი" მზად იყო, დე იონგი 6-თვიანი იჯარით აეყვანა და მისი ხელფასის გარკვეული ნაწილის გადახდის ვალდებულება აეღო, თუმცა ტრანსფერზე უარი თავად "კადისმა" თქვა. მიზეზად ფეხბურთელის გარემოცვასთან არსებული არაჰარმონიული ურთიერთობა სახელდება.
დე იონგი "კადისის" სპორტული პროექტით მოხიბლული არ არის. მისი აგენტი მოლაპარაკებებს რამდენიმე უცხოურ კლუბთან აწარმოებს, ერთ-ერთი მათგანია "ბეშიქთაში", თუმცა ამ მომენტისთვის "ბარსელონასა" და "სევილიას" თურქებისგან შემოთავაზება მიღებული არ აქვთ.
"ბარსელონა" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობს, თუმცა გუნდი, ჯერჯერობით, არავის დაუტოვებია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]