კოუტინიოს შემოთავაზება არ აქვს, ნეტუს ზამთარში წასვლა გამორიცხულია

ესპანელი ჟურნალისტი, ელენა კონდისი "ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელების, ფილიპე კოუტინიოსა და ნეტუს შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 29 წლის ნახევარმცველის გარემოცვა ამბობს, რომ ფილიპე წასვლაზე თანახმაა, თუმცა ამ მომენტისთვის არც მას და არც მის აგენტებს შემოთავაზება არცერთი კლუბიდან არ აქვთ.
რაც შეეხება ნეტუს, 32 წლის მეკარეს "ბარსას" დატოვება სურს, თუმცა მისი ზამთარში წასვლა, პრაქტიკულად გამორიცხულია.
ჟურნალისტის ცნობით, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, "ბარსელონა" დანი ალვესსა და ფერან ტორესს კვლავ ვერ არეგისტრირებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]