ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ჰოლანდის შეძენას მოახერხებს

ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ჰოლანდის შეძენას მოახერხებს

ზაფხულში, "ბარსელონას" მთავარი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი იქნება.

Marca-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ "ბარსას" ნორვეგიელის ტრანსფერისთვის საკმარისი რესურსები გააჩნია. მადრიდული გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ფეხბურთელზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, ვიწრო წრეებში თამამად იძახის, რომ მომდევნო ზაფხულში ჰოლანდს დაიმატებს.

ფინანსური სახსრების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბმა 21 წლის მოთამაშე სპორტულ პროექტში დაარწმუნოს. Marca-ს მტკიცებით, ლაპორტამ უკანასკნელ თვეებში ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთანა და ერლინგის მამასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც სწორედ ზემოხსენებული საკითხი განიხილა. 

ლაპორტა ჰოლანდის დარწმუნებას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ცდილობს. პირველ რიგში, სპორტული პროექტი მთლიანად ნორვეგიელზე იქნება აწყობილი. მის გვერდით ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეები ითამაშებენ. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასთან ერთად კი, კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაზეც კატალონიელები აქტიურად მუშაობენ.

"ბარსელონას" აქტიურ კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გაუწევენ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 იანვარი 2022 14:22
    1
    ამ ბოლო დროს, რაღაც იმედებს მაკარგვინებს ლაპორტა. ალვესს ვერ არეგისტრირებს უფასოდ მოსულს 150 ათასიან ხელფასით და ჰოლანდზე იწევს? მარტო მის გარემოცვას უნდა 40-50 მილიონი, ისე პროსტა იმიტომ რო აგენტია, იმიტომ რო მამამისია და თვითონაც იმიტომ რო ჰოლანდია პროსტა.
    Culé [?]
    #9 4 იანვარი 2022 23:25
    0
    შევხედავთ რა გამოვა. იმედია გადმოვა ჩვენთან
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #8 4 იანვარი 2022 22:08
    1
    walker599,
    ეგ რომ მართალი იყოს პსჟ ნამდვილად არ იყო საუკეთესო ვარიანტი, მე მგონია რომ სიტიში ეგ ბევრად კარგადაც ითამაშებდა, გუნდსაც მოერგებოდა და ჩემპიონთა ლიგასაც დადებდა, პრემიერ ლიგას ისედაც ცალი ფეხით იგებს სიტი
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.
    გულშემატკივარი [?]
    #7 4 იანვარი 2022 21:48
    1
    მოკლედ, კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ მესის წასვლა და ამის მოსვლა პრეზიდენტად შეთანხმებული იყოს, მესიმ მხარი დაუჭირა და დიდი როლი ითამაშა რო მოეგო არჩევნები და სანაცვლოდ შეპირდა რომ გაუშვებდა ისე რომ მესი არ დადანაშაულდებოდა, მესის ასაკიდან გამომდინარე აღარ აქ დრო 3-4 წელი გუნდის შენებას დაელოდოს, უკვე შედეგები სჭირდება და ყველაზე კაი ვარიანტი პსჟ ქონდა.
    გულშემატკივარი [?]
    #6 4 იანვარი 2022 21:39
    0
    15.03.2021 - ჟოან ლაპორტას პრეზენტაცია
    "არსებულ სიტუაციას უნდა გავუმკლავდეთ. შევეცდებით, ლეო მესი დარჩენაში დავარწმუნოთ (იცინის). ბოდიში, ლეო... ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იცი, რომ მე მიყვარხარ და "ბარსასაც" უყვარხარ. არ შეგიძლია, დაგვტოვო".
    08.10.2021 - მესი გააგდეს - ჟოან ლაპორტას RAC1-თან ჩაწერილ ინტერვიუდან:
    "მესის დარჩენა სურდა, თუმცა, ამავდროულად, ისინი გარკვეული წნეხის ქვეშ იყვნენ, რადგან პსჟ-ისგან წინადადება ჰქონდათ. ვფიქრობ, მათ იცოდნენ, რომ თუ იგი "ბარსაში" ვერ დარჩებოდა, პსჟ-ს შეურთდებოდა. ბოლო წამს, იმედი მქონდა, რომ მესი უფასოდ თამაშს შემოგვთავაზებდა, ლა ლიგა ამას არ დაბლოკავდა, მაგრამ ჩვენ მისი დონის ფეხბურთელს ამას ვერ ვთხოვდით".
    04.01.2022 -
    Marca-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ "ბარსას" ნორვეგიელის ტრანსფერისთვის საკმარისი რესურსები გააჩნია. მადრიდული გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ფეხბურთელზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, ვიწრო წრეებში თამამად იძახის, რომ მომდევნო ზაფხულში ჰოლანდს დაიმატებს.

    და რაც მთავარია :
    "ბარსელონას" აქტიურ კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გაუწევენ.

    ძალიან საინტერესო ხრონოგრაფიაა.... ეტყობა ბარსამ და კერძოდ ლაპორტამ მანჩესტერ სიტი-ზე და მადრიდის რეალზე დიდი ფული იშოვა და ეტყობა ლა ლიგის კანონებიც შეცვალა.......

    დღევანდელი რეალობა - "ბარსელონა" და კერძოდ ლაპორტა დანი ალვესის (თითქმის უფასოდ თამაშობს) და ფერრან ტორესის (პოსლე-ზე მოიყვანეს) დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.......

    მაგრამ მთავარია რომ ჟოან ლაპორტა - დარწმუნებულია......

    აბა ვნახოთ რა მოხდება......
    ფანი [?]
    #5 4 იანვარი 2022 21:12
    5
    ROUCH,
    რატო უნდა გააგდონ კრიზისის ფონზე ტრანსფერებს აკეთებს გუნდი როცა სხვა შემთხვევაში დიდი ალბათობით გაკოტრებული იქნებოდა გუნდი და არაბებს თუ მივყიდდით მერე სულს, თუ გგონია ის ტრაკის ჭია ფონტი უკეთესი იქნებოდა არვიცი 🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 იანვარი 2022 21:06
    2
    ამ ზაფხულს აცადონ ამ ბაქიას და მერე დავაი ხელმოწერები. ასე ახანგრძლივებდა მესიც შე ტრაკო
    Culé [?]
    #3 4 იანვარი 2022 20:59
    3
    სპორტმა დაწერა ჰალანდმა ბარსა აირჩიაო.
    ფანი [?]
    #2 4 იანვარი 2022 20:51
    4
    რაღაც დაფარული ჯოკერი აქვს ლაპორტას და იმედია ყველაფერი გამოვა
    Culé [?]
    #1 4 იანვარი 2022 20:50
    1
    ერთი არ მოგიყვანია, თუ ამბობ უნდა მოიყვანო, ტყუილები აღარ გაგივა
    --------------------
    აიყვანე გუნდში საკუთარ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელები და შენ მიიღებ არა საუკეთესო თერთმეტეულს, არამედ თერთმეტეულს საუკეთესოებით.