დუშან ვლაჰოვიჩი ფიორენტინას დატოვებას აპირებს - ერთ-ერთი ვარიანტი ბარსელონაა

"ბარსელონა" "ფიორენტინას" ცენტრალური თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის შეძენით ინტერესდება. ახალგაზრდა შემტევი განსაკუთრებით ჩავი ერნანდესს მოსწონს.
როგორც ჩანს, "ბლაუგრანას" სერბი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ზაფხულში შეეძლება. TuttoMercato-ს ინფორმაციით, ვლაჰოვიჩი "ფიორენტინასთან" ხელშეკრულებას არ ახანგრძლივებს და სეზონის ბოლოს კლუბის დატოვებას აპირებს. 21 წლის თავდამსხმელის შეძენით, "ბარსას" გარდა, "ჩელსი", "იუვენტუსი" და "მანჩესტერ სიტი" ინტერესდებიან. წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩს ესპანეთში, ინგლისში ან იტალიაში თამაში სურს.
ზაფხულში კატალონიური კლუბის მთავარი სამიზნე ერლინგ ჰოლანდი იქნება. ადრე დაიწერა, რომ "ბარსელონა" ვლაჰოვიჩს სწორედ ნორვეგიელის ალტერნატივად განიხილავდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]