როგორი შედეგი აქვს ბარსას წლის პირველ მატჩებში?

როგორი შედეგი აქვს ბარსას წლის პირველ მატჩებში?

"ბარსელონა" 2022 წლის პირველ მატჩს დღეს საღამოს გამართავს. საინტერესოა, რომ უკანასკნელი წლების სტარტზე კატალონიელებს კარგი სტარტი ნამდვილად არ აქვთ.

საქმე ისაა, რომ ბოლო 7 სასტარტო მატჩიდან "ბლაუგრანამ" მხოლოდ 2 მატჩის მოგება მოახერხა - "უესკასთან", გასულ წელს და "ხეტაფესთან", 2019 წელს.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, "ბარსა" "მალიორკას" დიდი დანაკლისით სტუმრობს.  ამ მომენტისათვის, პირველ გუნდში ჯანმრთელი მხოლოდ 11 მოთამაშეა, რომელთაგანაც 2 მეკარეა. მოსალოდნელია, რომ დღეს სარეზერვო გუნდის 6 ფეხბურთელს თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. 

ახლა კი გთავაზობთ უკანასკნელი 10 წლის სასტარტო მატჩებსა და შედეგებს:

03/01/21: უესკა- ბარსა (LaLiga) 0-1
04/01/20: ესპანიოლი - ბარსა (LaLiga) 2-2
06/01/19: ხეტაფე - ბარსა (LaLiga) 1-2
04/01/18 : სელტა - ბარსა (Cup, 1/8, Ida) 1-1
05/01/17: ატლეტიკი -ბარსა(Cup, 1/8, Ida) 2-1
02/01/16: ესპანიოლი - ბარსა(LaLiga) 0 -0
04/01/15: სოსიედადი - ბარსა(LaLiga) 1-0
05/01/14: ბარსა - ელჩე (LaLiga) 4-0
06/01/13: ბარსა - ესპანიოლი (LaLiga) 4-0
04 / 01/12: ბარსა-ოსასუნა (Cup, 1/8 First leg) 4-0

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 იანვარი 2022 22:51
    0
    იმედია მოვიგებთ . ვივა ბარსა
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 2 იანვარი 2022 21:30
    0
    მოიგებს ბარსა 💯
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 იანვარი 2022 16:43
    0
    იმენა ბავშვები უნდა დააყენოს, რადგან ბარსა ბ-დან მხოლოდ 3 შეუძლია თამაში
    აკომაჩებით უნდა დადოს 3 ქულა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 2 იანვარი 2022 16:42
    0
    იმედია კუმანი წავიდა და ანტირეკორდების სერიაც წაიყოლა მოუსავლეთში.